"ბილდის" ცნობით, ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებით, პირველ რიგში, "გალათასარაის" პრეზიდენტი უნალ აისალია დაინტერესებული, რომელმაც თურქულ გრანდში უკვე გადაიყვანა ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ვესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა. ახლა კი მას რობენის კონტრაქტის გამოსყიდვაც (ვადა 2015 წლამდე) უნდა. "ბილდის"
გავრცელებული ცნობების თანახმად კი, რობენი "ინტერსაც" აინტერესებს. საინტერესო ისაა, რომ მილანელებს ჰოლანდიელის გადაბირება გასულ ზაფხულსაც უნდოდათ და "ბაიერნს" 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ მაშინ რობენმა რეკორდმაისტერიდან წასვლა არ ისურვა. თუმცა იმ დროს არ იცოდა, რომ მიუნხენური კლუბის სასტარტოში ადგილს დაკარგავდა.
აღსანიშნავია, რომ რობენს ინგლისის (ჩელსიში), ესპანეთის (რეალში) და გერმანიის (ბაიერნში) ჩემპიონატები მოგებული აქვს - ევროპის წამყვანი ოთხეულიდან მას მხოლოდ იტალიაში არ უთამაშია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერი" არიენ რობენში 18 მილიონ ევროს იხდის