"ბაიერნი": არიენ რობენს მსურველთა რიგი დაუდგა

AutoSharing Option
არიენ რობენს "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ, რის გამოც გერმანიაში უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულში 29 წლის ჰოლანდიელი გარემარბი მიუნხენური გრანდიდან წავა. როგორც ირკვევა, რობენის გადაბირების სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა. ყველაზე მეტად კი რობენის გადაბირება მილანის "ინტერს" და "გალათასარაის" სურთ.

"ბილდის" ცნობით, ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებით, პირველ რიგში, "გალათასარაის" პრეზიდენტი უნალ აისალია დაინტერესებული, რომელმაც თურქულ გრანდში უკვე გადაიყვანა ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ვესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა. ახლა კი მას რობენის კონტრაქტის გამოსყიდვაც (ვადა 2015 წლამდე) უნდა. "ბილდის"
ინფორმაციით, "გალას" პრეზიდენტმა რობენის დათანხმებაზე ზრუნვა თურქეთის ნაკრების თავკაცს, არიენის თანამემამულე გუუს ჰიდინკს სთხოვა.

გავრცელებული ცნობების თანახმად კი, რობენი "ინტერსაც" აინტერესებს. საინტერესო ისაა, რომ მილანელებს ჰოლანდიელის გადაბირება გასულ ზაფხულსაც უნდოდათ და "ბაიერნს" 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ მაშინ რობენმა რეკორდმაისტერიდან წასვლა არ ისურვა. თუმცა იმ დროს არ იცოდა, რომ მიუნხენური კლუბის სასტარტოში ადგილს დაკარგავდა.

აღსანიშნავია, რომ რობენს ინგლისის (ჩელსიში), ესპანეთის (რეალში) და გერმანიის (ბაიერნში) ჩემპიონატები მოგებული აქვს - ევროპის წამყვანი ოთხეულიდან მას მხოლოდ იტალიაში არ უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერი" არიენ რობენში 18 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული