კონფედერაციის თასი. ბრაზილია 2013: მეცხრე და ყველაზე საინტერესო

AutoSharing Option
მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე, ბრაზილიის და იაპონიის ნაკრებთა მატჩით რიგით მეცხრე კონფედერაციის თასის გათამაშება დაიწყება. წლევანდელი ტურნირი განსაკუთრებულ ინტერესს რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს:

საინტერესოა, როგორ მოემზადა ბრაზილია ამ ტურნირისთვის და რამდენად მზადაა ეს ქვეყანა მუნდიალის სამასპინძლოდ და წლევანდელ ტურნირზე მართლაც ძლიერ შემადგენლობა შეიკრიბა - ტაიტის ნაკრების გარდა, მომდევნო ეტაპზე გასვლის პრეტენზია ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს.

A ჯგუფი
მონაწილეთა შემადგენლობა მართლაც ძალიან ძლიერია და წესით, უშეღავათო და დაძაბული მატჩების მომსწრენი უნდა გავხდეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი ჯგუფი, სადაც ბრაზილიის, მექსიკის, იაპონიის და
იტალისს ნაკრები გუნდები არიან. პირველ ტურში, "სელესაო" "სამურაებს" შეხვდება, მეორე დღეს კი "აცტეკების" მეტოქე "სკუადრა აძურა" იქნება.

ბრაზილია კონფედერაციის თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულია და ამ ტურნირის ფავორიტიც არის. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ბოლო ამხანაგური მატჩი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და საფრანგეთის განადგურებით (3:0) ყველას დაუმტკიცა, რომ "პენტაკამპეონთა" მთავარი მიზანი კონფედერაციის თასის "ტეტრაკამპეონობაა".

ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია იტალიის ნაკრებიც. მართალია, ჩეზერე პრანდელის გუნდმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხინო მატჩი ჩაატარა და ჰაიტის ნაკრებს ვერ მოუგო (თანაც 85-ე წუთზე, 2:0-ს იგებდა), მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - "სკუადრა აძურა" ყველა იმ ტურნირის ფავორიტია, სადაც მონაწილეობს და ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ფორმაშია გუნდი ტურნირის დაწყებამდე...

ბრაზილიის გარდა, ერთადერთი მონაწილე, რომელსაც კონფედერაციის თასი მოგებული აქვს, მექსიკის ნაკრები გახლავთ. ტრადიციულად, მექსიკა ყოველთვის ძლიერია და ყველა გუნდისთვის უხერხული მეტოქეა - ეს განსაკუთრებით ბრაზილიას ეხება, რომელსაც მექსიკასთან სულ უჭირს, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრები ძალიან ცუდად თამაშობს - მექსიკელებს, კონკაკაფის შესარჩევ ზონაში 1 მოგება და 5 ფრე აქვთ ნათამაშები და თუ სიტუაცია არ გამოასწორეს, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ ბრაზილიას მხოლოდ ტურისტების რანგში ეწვიონ.

ჩამოსაწერი არაა იაპონიის ნაკრებიც, რომელიც ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და მასთან თამაში ყველას გაუჭირდება. მოკლედ, სახეზე ნამდვილი სიკვდილის ჯგუფი გვაქვს, სადაც ყველა გუნდის მიზანი არა მხოლოდ 1/2 ფინალში გასვლა, არამედ პირველი ადგილის დაკავება იქნება, რადგან დიდი შანსია ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი მომდევნო ეტაპზე ესპანეთს შეხვდეს...

B ჯგუფი
მივადექით მეორე ჯგუფსაც, სადაც ორი ფავორიტი აშკარად გამოკვეთილია: ესპანეთი და ურუგვაი.

"ფურია როხას" ჩაბი ალონსო კი აკლია, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკეს ისეთი ნახევარმცველები ჰყავს, რომ თუნდაც ალონსოს შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ესპანელებს მთავარი ბრძოლა ურუგვაისთან ელით, ნიგერია და ტაიტის კი ძალიან მშვიდად უნდა მოუგონ.

ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ურუგვაიზე - ოსკარ ტაბარესის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და მასაც მთავარი ბრძოლა ესპანეთთან ელის.

ნიგერია აფრიკის ჩემპიონი კი გახლავთ, მაგრამ ეს ის ნიგერია აღარ არის 90-იან წლებში ყველა რომ ანგრევდა - შემადგენლობა გაცილებით გაახალგაზრდავებულია, თანაც გადახედეთ განაცხადს და ნახავთ, რომ "სუპერ არწივებს" ბევრი უცნობი, ნიგერიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი ჰყავთ.

და ბოლოს: ყველაზე საინტერესო გუნდი - ტაიტის ეროვნული ნაკრები. გუნდს ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ მასაც ნაკრებში ჯერ არ უთამაშია - ყველასთვის კარგად ცნობილი მარამა ვაირუა ტაიტელთა მიწვევას დათანხმა და გუნდთან ერთად კონფედერაციის თასზე გაემგზავრა.

სხვა რა უნდა ვთქვათ? ტაიტიმ უდიდესი სენსაცია უკვე ამ ტურნირზე მოხვედრით მოახდინა. ახლა, მათი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მცირე ანგარიშებით წააგონ და იქნებ, ნიგერიას სერიოზული ბრძოლა გაუმართონ.

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: ტაიტი რიგებში ოთხი ტეჰაუ თამაშობს და ოთხივე გუნდი გამორჩეული ფეხბურთელია. ალვინ, ლორენცო და ჯონათანი ძმები არიან, ტეაუნი ტეჰაუ კი მათი ბიძაშვლია.

მატჩების პირადპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივის მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მონაწილეები და კალენდარი

A ჯგუფი

ბრაზილია (მასპინძელი)
იაპონია (2011 წლის აზიის თასის გამარჯვებული)
მექსიკა (2011 წლის კონკაკაფის Gold Cup-ის გამარჯვებული)
იტალია (ევრო 2012-ის ფინალისტი)

15 ივნისი ბრაზილია-იაპონია 23:00
16 ივნისი მექსიკა-იტალია 23:00
19 ივნისი ბრაზილია-მექსიკა 23:00
20 ივნისი იტალია-იაპონია 02:00
22 ივნისი იაპონია-მექსიკა 23:00
22 ივნისი იტალია-ბრაზილია 23:00

B ჯგუფი

ესპანეთი (2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი)
ურუგვაი (2011 წლის კოპა ამერიკას გამარჯვებული)
ტაიტი (2012 წლის ოკეანეთის ერთა თასის გამარჯვებული)
ნიგერია (2013 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული)

17 ივნისი ესპანეთი-ურუგვაი 02:00
17 ივნისი ტაიტი-ნიგერია 23:00
20 ივნისი ესპანეთი-ტაიტი 23:00
21 ივნისი ნიგერია-ურუგვაი 02:00
23 ივნისი ნიგერია-ესპანეთი 23:00
23 ივნისი ურუგვაი-ტაიტი 23:00

1/2 ფინალი


26 ივნისი A ჯგუფის გამარჯვებული-B ჯგუფის მეორეადგილოსანი 23:00
27 ივნისი B ჯგუფის გამარჯვებული-A ჯგუფის მეორეადგილოსანი 23:00

მატჩი მესამე ადგილისთვის

30 ივნისი 20:00

ფინალი

31 ივნისი 02:00

გუნდების შემადგენლობები

A ჯგუფი

ბრაზილია


მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი (64 წლის)

მეკარეები
1. ჟეფერსონი 30 ბოტაფოგო 7 0
12. ჟულიო სეზარი 33 ქუინზ პარკი 69 0
22. დიეგო კავალიერი 30 ფლუმინენსე 2 0
მცველები
2. დანი ალვეში 30 ბარსელონა 64 5
3. ტიაგო სილვა 28 პსჟ 34 1
4. დავიდ ლუისი 26 ჩელსი 23 0
6. მარსელო 25 რეალი 20 4
13. დანტე 29 ბაიერნი 3 0
14. ფილიპე ლუიში 27 ატლეტიკო 4 0
16. რევერი 28 ატლ. მინეირო 4 0
ნახევარმცველები
5. ფერნანდო 21 გრემიო 6 0
7. ლუკას მოურა 20 პსჟ 25 4
8. ერნანესი 28 ლაციო 12 2
11. ოსკარი 21 ჩელსი 17 6
15. ჟეანი 26 ფლუმინენსე 5 0
17. ლუის გუსტავო 25 ბაიერნი 5 0
18. პაულინიო 24 კორინთიანსი 13 3
20. ბერნარდი 20 ატლ. მინეირო 3 0
23. ჟადსონი 29 სან პაულო 7 1
ფორვარდები
9. ფრედი 29 ფლუმინენსე 24 11
10. ნეიმარი 21 სანტოსი 34 20
19. ჰალკი 26 ზენიტი 22 6
21. ჟო 26 ატლ. მინეირო 4 0
იაპონია

მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი (60 წლის)


მეკარეები
1. ეიჯი კავაშიმა 30 სტანდარდი 45 0
12. შუსაკუ ნიშიკავა 26 ჰიროშიმა 8 0
23. შუიჩი გონდა 24 ტოკიო 1 0
მცველები:
2. მასაჰიკო ინოჰა 27 ჯუბილო ივატა 19 1
3. გოტოკუ საკაი 22 შტუტგარტი 5 0
5. იუტო ნაგატომო 26 ინტერი 58 3
6. აცუტო უჩიდა 25 შალკე 57 1
15. იასუიუკი კონო 30 გამბა Oსაკა 68 1
16. იუზო კურიჰარა 29 იოკოჰამა მარინოსი 16 2
21. ჰიროკი საკაი 23 ჰანოვერი 10 0
22. მაია იოშიდა 24 საუთჰემპტონი 27 2
ნახევარმცველები
4. კეისუკე Hონდა 27 ცსკა 42 14
7. იასუჰიტო ენდო 33 გამბა Oსაკა 130 10
13. ჰაჯიმე ჰოსოგაი 27 ბაიერი 21 1
14. კენგო ნაკამურა 32 კავასაკი 66 6
17. მაკოტო ჰასებე 29 ვოლფსბურგი 68 2
20. ჰიდეტო ტაკაჰაში 25 ტოკიო 5 0
ფორვარდები
8. ჰიროში კიოტაკე 23 ნიურნბერგი 17 1
9. შინჯი ოკაზაკი 27 შტუტგარტი 63 33
10. შინჯი კაგავა 24 მანჩესტერ იუნ. 43 13
11. მაიკ ჰავენაარი 26 ვიტესი 14 4
18. რიოიჩი მაედა 31 ჯუბილო ივატა 30 10
19. ტაკაში ინუი 25 აინტრახტი 10 0

მექსიკა

მწვრთნელი: ხოსე მანუელ დე ლა ტორე (47 წლის)

მეკარეები
1. გილერმო ოჩოა 27 აიაჩო 52 0
12. ხოსე კორონა 32 კრუს ასული 23 0
23. ალფრედო ტალავერა 30 ტოლუკა 11 0
მცველები:
2. ფრანსისკო როდრიგესი 31 ამერიკა 80 1
3. კარლოს სალსიდო 33 ტიგრესი 110 10
4. დიეგო რეიესი 20 ამერიკა 5 0
13. სევერო მესა 26 მონტერეი 12 0
15. ექტორ მორენო 25 ესპანიოლი 41 1
20. ხორხე ტორეს ნილო 25 ტიგრესი 32 1
21. ირამ მიერი 23 მონტერეი 5 0
22. ხერარდო ფლორესი 27 კრუს ასული 5 0
ნახევარმცველები
5. ხესუს მოლინა 25 ამერიკა 7 0
6. ხერარდო ტორადო 34 კრუს ასული 139 6
7. პაბლო ბარერა 25 კრუს ასული 53 6
8. ანხელ რეინა 28 პაჩუკა 21 1
11. ხავიერ აკინო 23 ვილიარეალი 15 0
16. ექტორ ერერა 23 პაჩუკა 6 0
17. ხესუს სავალა 25 მონტერეი 19 2
18. ანდრეს გუარდადო 26 ვალენსია 91 14
ფორვარდები
9. ალდო დე ნიგრისი 29 მონტერეი 22 9
10. ჯოვანი დოს სანტოსი 24 მალიორკა 62 14
14. ხავიერ ერნანდესი 25 მანჩესტერ იუნ. 47 32
19. რაულ ხიმენესი 22 ამერიკა 5 0
იტალია

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი (55 წლის)


მეკარეები
1. ჯანლუიჯი ბუფონი 35 იუვენტუსი 127 0
12. სალვატორე სირიგუ 26 პსჟ 5 0
13. ფედერიკო მარკეტი 30 ლაციო 8 0
მცველები
2. კრისტიან მაჯო 31 ნაპოლი 24 0
3. ჯორჯო კიელინი 28 იუვენტუსი 57 2
4. დავიდე ასტორი 26 კალიარი 3 0
5. მატია დე შილიო 20 მილანი 3 0
15. ანდრეა ბარძალი 32 იუვენტუსი 41 0
19. ლეონარდო ბონუჩი 26 იუვენტუსი 26 1
20. ინაციო აბატე 26 მილანი 10 0
ნახევარმცველები
6. ანტონიო კანდრევა 26 ლაციო 7 0
7. ალბერტო აკვილანი 28 ფიორენტინა 23 4
8. კლაუდიო მარკიზიო 27 იუვენტუსი 32 1
16. დანიელე დე როსი 29 რომა 84 14
18. რიკარდო მონტოლივო 28 მილანი 43 2
21. ანდრეა პირლო 34 იუვენტუსი 98 12
22. ემანუელე ჯაკერინი 28 იუვენტუსი 8 0
23. ალესანდრო დიამანტი 30 ბოლონია 11 0
ფორვარდები
9. მარიო ბალოტელი 22 მილანი 20 8
10. სებასტიან ჯოვინკო 26 იუვენტუსი 14 0
11. ალბერტო ჯილარდინო 30 ბოლონია 51 18
14. სტეფან ელ შაარავი 20 მილანი 6 1
17. ალესიო ჩერჩი 25 ტორინო 3 0
B ჯგუფი

ესპანეთი


მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე (62 წლის)


მეკარეები
1. იკერ კასილიასი 32 რეალი 144 0
12. ვიქტორ ვალდესი 31 ბარსელონა 13 0
23. პეპე რეინა 30 ლივერპული 26 0
მცველები
2. რაულ ალბიოლი 27 რეალი 39 0
3. ხერარდ პიკე 26 ბარსელონა 51 4
5. სესარ ასპილიკუეტა 23 ჩელსი 2 0
15. სერხიო რამოსი 27 რეალი 102 9
17. ალვარო არბელოა 30 რეალი 47 0
18. ხორდი ალბა 24 17 2
19. ნაჩო მონრეალი 27 არსენალი 12 0
ნახევარმცველები
4. ხავი მარტინესი 24 ბაიერნი 9 0
6. ანდრეს ინიესტა 29 ბარსელონა 80 11
8. ჩავი 33 ბარსელონა 120 12
10. სესკ ფაბრეგასი 26 ბარსელონა 79 13
13. ხუან მატა 25 ჩელსი 25 7
16. სერხიო ბუსკეტსი 24 ბარსელონა 54 0
20. სანტი კასორლა 28 არსენალი 53 9
21. დავიდ სილვა 27 მანჩესტერ სიტი 70 18
22. ხესუს ნავასი 27 სევილია 23 2
ფორვარდები
7. დავიდ ვილია 31 ბარსელონა 88 53
9. ფერნანდო ტორესი 29 ჩელსი 101 31
11. პედრო 25 ბარსელონა 26 12
14. რობერტო სოლდადო 28 ვალენსია 8 4

ურუგვაი

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი (66 წლის)

მეკარეები
1. ფერნანდო მუსლერა 26 გალათასარაი 44 0
12. ხუან კასტილიო 35 დანუბიო 13 0
23. მარტინ სილვა 30 ოლიმპია 1 0
მცველები
2. დიეგო ლუგანო 32 მალაგა 79 8
3. დიეგო გოდინი 27 ატლეტიკო 64 3
4. სებასტიან კოატესი 22 ლივერპული 9 1
13. მატიას აგირეგარაი 24 პენიაროლი 3 0
16. მაქსი პერეირა 29 ბენფიკა 74 2
19. ანდრეს სკოტი 37 ნასიონალი 37 1
22. მარტინ კასერესი 26 იუვენტუსი 45 1
ნახევარმცველები
5. ვალტერ გარგანო 28 ინტერი 50 1
6. ალვარო პერეირა 27 ინტერი 47 5
7. კრისტიან როდრიგესი 27 ატლეტიკო 57 6
8. სებასტიან ეგურენი 32 ლიბერტადი 50 7
14. ნიკოლას ლოდეირო 24 ბოტაფოგო 17 1
15. დიეგო პერესი 33 ბოლონია 82 1
17. ეგიდიო არევალო რიოსი 30 პალერმო 42 0
18. გასტონ რამირესი 22 საუთჰემპტონი 16 0
20. ალვარო გონსალესი 28 ლაციო 33 1
ფორვარდები
9. ლუის სუარესი 26 ლივერპული 63 31
10. დიეგო ფორლანი 34 ინტერნასიონალი 96 33
11. აბელ ერნანდესი 22 პალერმო 8 3
21. ედინსონ კავანი 26 ნაპოლი 48 13
ტაიტი

მწვრთნელი: ედი ეტაეტა (43 წლის)

მეკარეები
1. მიკაელ როში 30 დრაგონი 6 0
22. ჟილბერ მერიელი 26 ტეფანა 3 0
23. შავიე სამინი 35 დრაგონი 28 0
მცველები
4. ტეჰეივარი ლუდივიონი 23 ტეფანა 15 1
5. ტამატოა ვაგემანი 33 დრაგონი 6 0
8. სტეფან ფაატიარაუ 23 ტეფანა 11 1
10. ნიკოლა ვალარი 29 დრაგონი 12 3
12. ედსონ ლემერი 22 დრაგონი 3 0
14. რაინიუ აროიტა 19 ტამატი ფაა 1 0
19. ვენსან სიმონი 29 დრაგონი 21 1
20. იანიკ ვერო 23 დრაგონი 5 0
ნახევარმცველები
2. ალვინ ტეჰაუ 23 დრაგონი 5 0
6. ანრი კარუანი 31 დრაგონი 6 0
7. აიმანო ბურაბარი 24 ტეფანა 12 1
11. სტენლი ატანი 23 ტეფანა 15 5
15. ლორენცო ტეჰაუ 24 ტეფანა 18 7
16. რიკი აიტამაი 21 ვენუსი 1 0
17. ჯონათან ტეჰაუ 25 ტამარი ფარა 22 4
18. იოან ტიჰონი 18 რონიუ 1 0
ფორვარდებო
3. მარამა ვაირუა 33 ნანსი 0 0
9. ტეაონუი ტეჰაუ 20 დრაგონი 16 8
13. სტივი ჩონგ ჰუ 23 დრაგონი 22 11
21. სამუელ ჰნანინე 29 დრაგონი 1 1

ნიგერია

მწვრთნელი: სტივენ კეში (51 წლის)

მეკარეები
1. ვინსენტ ენიამა 30 მაქაბი თელ ავივი 78 0
16. აგუსტინ ეჯიდე 29 ჰაპოელ ბეერ შევა 24 0
23. ჩიგოზიე აგბიმი 28 ენუგუ რეინჯერსი 5 0
მცველები
2. გოდფრი ობოაბონა 22 სანშაინ სტარს 19 0
3. უვა ელდერსონ ეჩიეჯილე 25 ბრაგა 27 1
5. ეფე ემბროუზი 24 სელტიკი 22 1
6. აზუბუიკე ეგვუეკვე 24 ვარი ვულვზი 12 0
12. სოლომონ კვამბე 19 სანშაინ სტარზი 3 0
21. ფრანსის ბენჟამინი 20 ჰართლენდი 0 0
22. კენეტ ომერუო 19 დენ ჰააგი 8 0
ნახევარმცველები
4. ჯოჰნ უგოჩუკვუ 25 აკადემიკა 2 0
7. აჰმედ მუსა 20 ცსკა 26 4
10. ჯონ ობი მიკელი 26 ჩელსი 46 3
13. ფეგორ ოგუდე 25 ვოლერენგა 11 0
15. მაიკლ ბაბატუნდე 20 კრივბასი 1 0
17. ოგენი ონაზი 20 ლაციო 9 1
18. ემეკა ეზე 20 ენუგუ რეინჯერსი 1 0
19. სანდეი მბა 24 ვარი ვულვზი 11 5
20. ნამდი ოდუამადი 22 ვარეზე 3 1
ფორვარდები
8. ბრაუნ იდეიე 24 დინამო კიევი 14 2
9. ჯოზეფ აკპალა 26 ვერდერი 5 1
11. Mოჰამედ გამბო 25 კანო პილარსი 0 0
14. ანტონი უჯა 22 კიოლნი 1 0

წინა ტურნირები

წელი ფინალი საუკეთესო ფეხბურთელი

1992	არგენტინა-საუდის არაბეთი 3:1	-	
1995 დანია-არგენტინა 2:0 -
1997 ბრაზილია-ავსტრალია 6:0 დენილსონი
1999 მექსიკა-ბრაზილია 4:3 რონალდინიო
2001 საფრანგეთი-იაპონია 1:0 რობერ პირესი
2003 საფრანგეთი-კამერუნი 1:0 ტიერი ანრი
2005 ბრაზილია-არგენტინა 4:1 ადრიანო
2009 ბრაზილია-აშშ 3:2 კაკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კონფედერაციის თასი ციფრებში

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, ტატო - როგორც ყოველთვის :)
ზგ
14:18 15-06-2013
0
იქნებ პირველი არხის თანამშრომლებს უთხრათ რომ თბილისის დინამოს ამხანაგურები მატჩები მეორე არხზე მაინც გაუშვან და როგორმე მოახდინონ ამ თამაშების ტრანსილაცია
თბილისის დინამო
15:05 15-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული