ამის შემდეგ საბოლოოდ დალაგდა უეფას ახალი საკლუბო კოეფიციენტი ქვეყნებს შორის, რომლის მიხედვითაც დგინდება კვოტები ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გათამაშებაში.
თუმცა ერთი ახლავე უნდა ითქვას: ახალ სეზონში უეფა 2012 წლის კოეფიციენტებით იხელმძღვანელებს, ახალი რეიტინგით კი 2014/15 წლების სეზონში იხელმძღვანელებენ.
ესპანეთი პირველია
სანაკრებო კოეფიციენტი - ეს არის ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში დაგროვილი სარეიტინგო ქულების ჯამი. სწორედ ამ მაჩვენებლების შეჯერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უეფას მიხედვით, საუკეთესო კოეფიციენტი აქვს
ესპანეთი ამ სეზონის წინ 0,3 ქულით ჩამორჩებოდა ინგლისს, მაგრამ ესპანურმა კლუბებმა უკეთ იასპარეზეს და ახლა სხვაობა უკვე იბერიელთა სასარგებლოდაა და თანაც, 5 ქულა!
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორმა გერმანულმა კლუბმა ითამაშა და ბუნებრივია, ყველაზე მეტი ქულა ამ სეზონში ბუნდესლიგამ შეიმატა - 17,9. შედარებისთვის, წინა სეზონში საუკეთესო ინგლისელთა მიღწევა იყო - 20,8 ქულა.
აქვე ვიტყვით, რომ 2010/11 წლების სეზონი საუკეთესო პორტუგალიელთათვის იყო - 18,8 ქულა, ხოლო 2009/10 წლების სეზონი გერმანელთათვის - 18,1.
შარშანდელთან შედარებით, კიდევ არის ცვლილებები მოწინავე ათეულში: უკრაინამ რუსეთსა და ჰოლანდიას გაუსწრო და მე-7 ადგილზე მოკალათდა. ათეულიდან გავარდა საბერძნეთი, რომელიც თურქეთმა ჩაანაცვლა.
ფინეთს გავუსწარით, სლოვენიამ გაგვასწრო
ვინაიდან ეს კოეფიციენტი საკმაოდ ობიექტურ შეფასებას იძლევა ამა თუ იმ ლიგის სიძლიერეზე სხვებთან მიმართებაში, ჩვენ, პირველ რიგში, ეროვნული პირველობის მდგომარეობა გვაინტერესებს. შარშან და ახლაც საქართველოს მდგომარეობა უცვლელია - 53 ქვეყნის სიაში 31-ეა. თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც მოხდა.
შარშან საქართველოს 8,6 ქულა ჰქონდა, წლეულს 9,1 ქულა აქვს. მართალია, გავასწარით ფინეთს, მაგრამ გადაგვისწრო სლოვენიამ. ამიტომ ადგილი არ შეგვიცვლია, თუმცა სახიფათოდ მოგვიახლოვდა აზერბაიჯანი 8,5 ქულით (6,2 ჰქონდათ).
შარშან ევროთასებზე ქართულმა გუნდებმა მხოლოდ 1,5 ქულა დააგროვეს, რაც ბოლო წლებში ყველაზე ცუდი შედეგია. შედარებისთვის, წინა წელს საქართველომ 2,8 ქულით გაიუმჯობესა რეიტინგი.
ასეა თუ ისე, საქართველოს ჩემპიონატი ჯერჯერობით 22 ქვეყნის ლიგისაზე უკეთესია, საერთაშორისო არენაზე ნაჩვენები შედეგი ასეთ სურათს გვიხატავს.
2013 წლის უეფას საკლუბო კოეფიციენტი ქვეყნებს შორის
ადგ. ქვეყანა 2012/13 სულ
1. (+1) ესპანეთი 17.714 88.025
2. (-1) ინგლისი 16.428 82.963
3. (-) გერმანია 17.928 79.614
4. (-) იტალია 14.417 64.147
5. (-) პორტუგალია 11.750 59.168
6. (-) საფრანგეთი 11.750 59.000
7. (+2) უკრაინა 9.500 49.758
8. (-1) რუსეთი 9.750 46.332
9. (-1) ჰოლანდია 4.214 44.729
10. (+1) თურქეთი 10.200 34.500
11. (+1) ბელგია 6.500 34.400
12. (-2) საბერძნეთი 4.400 34.000
13. (+1) შვეიცარია 8.400 28.950
14. (+2) კვიპროსი 4.000 26.833
15. (-2) დანია 3.300 25.700
16. (-1) ავსტრია 2.250 25.375
17. (+2) ჩეხეთი 8.250 23.475
18. (+4) რუმინეთი 6.800 23.024
19. (-2) ისრაელი 3.250 22.875
20. (+3) ბელორუსი 4.500 20.875
21. (-1) პოლონეთი 2.500 20.750
22. (-1) ხორვატია 4.375 19.583
23. (+1) შვედეთი 5.125 15.625
24. (-6) შოტლანდია 4.300 15.191
25. (+2) სერბეთი 3.000 14.625
26. (-1) სლოვაკეთი 1.500 14.208
27. (-1) ნორვეგია 4.900 14.175
28. (-) ბულგარეთი 0.750 12.250
29. (-) უნგრეთი 3.000 11.750
30. (+4) სლოვენია 3.250 9.708
31. (-) საქართველო 1.500 9.166
32. (+5) აზერბაიჯანი 3.000 8.541
33. (-3) ფინეთი 2.000 8.508
34. (-2) ბოსნია 1.125 1.250
35. (+1) მოლდოვა 2.250 7.666
36. (-3) ირლანდია 1.500 1.000
37. (-2) ლიტვა 1.125 6.500
38. (+2) ყაზახეთი 1.375 5.958
39. (-1) ლატვია 1.250 5.791
40. (+1) ისლანდია 1.250 5.416
41. (-2) მაკედონია 1.250 5.250
41. (+1) ჩერნოგორია 1.375 5.250
43. (+1) ალბანეთი 0.750 4.166
44. (+1) მალტა 0.875 3.958
45. (-2) ლიხტენშტ. 0.000 3.500
46. (+3) ლუქსემბურგი 1.375 3.375
47. (+1) ჩრდ. ირლანდია 0.500 1.000
48. (-2) უელსი 0.500 2.583
49. (-2) ესტონეთი 0.375 2.208
50. (-) სომხეთი 0.875 1.750
51. (-) ფარერები 0.500 1.583
52. (+1) სან მარინო 0.000 0.666
53. (-1) ანდორა 0.000 0.500
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"