მიშელ პლატინი: ფეხბურთში ყველაზე ხშირად მარიხუანას იყენებენ

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საფრანგეთის სენატის წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფეხბურთში აკრძალულ პრეპარატებს შორის ყველაზე გავრცელებული მარიხუანაა.

პლატინის თქმით, უეფა ყოველ წელს 1800-2200 დოპინგ-ტესტს ატარებს და მათი შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთში დოპინგის ორგანიზებული მოხმარება არ ხდება.

გარდა ამისა, პლატინიმ აღნიშნა, რომ ევრო 2012-ის დროს ანტიდოპინგურ კონტროლზე 1.08 მილიონი ევრო დაიხარჯა.

2011/12 წლების სეზონში აკრძალული პრეპარატების მოხმარების სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
...აბა დაბოლილი არ არის ეს ამ ფოტოზე?:)
murtalo
04:41 27-07-2013
0

სიახლეები პოპულარული