ჩემპიონების თასი: ჟოზე მოურინიო წარსულის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გაუგონარი უხეშობა
ამერიკაში გამართულ "გინესის ჩემპიონების თასზე" "ჩელსიმ" იოლად დაამარცხა "ინტერი" და მომდევნო ეტაპზე უკვე "მილანს" დაუპირისპირდება. "ნერაძური" დრო და დრო კი აქტიურობდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი საერთო ჯამში ბრწყინვალედ მოთამაშე ლონდონელების გასანეიტრალებლად.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა პორტუგალიელის ყოფილ გუნდთან კომფორტულ უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწიეს და მეორე ნახევარში მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე, მით უმეტეს, რომ შეხვედრის არბიტრმა 58-ე წუთზე უგო კამპანიაროს წითელი ბარათი აუფრიალა ჯონ ტერის წინააღმდეგ განზრახ უხეში თამაშისთვის. ვერ დავიჩემებთ, რომ არგენტინელ ცენტრალურ მცველს ფოლკლენდის კუნძულებისთვის
31 წლის წინ ინგლისთან წაგებული ომის ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ტერის ზუსტად ისე გაუსწორდა, მარტო მტრის ჯარისკაცს რომ გაიმეტებ.

მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ასეთ შეხვედრებში ქულებს არავინ არიგებს. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ორიოდე კვირაში "ჰალ სიტი" დავამარცხოთ (17.08.2013, პრემიერლიგის I ტური), თუმცა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამხანაგურებშიც კი წაგებას მოგება ჯობია. სიმართლე რომ გითხრათ, გუნდები, რომელთაც აზიური ტურნეს დროს შევხვდით, კლასით ვერ გამოირჩეოდნენ და როგორც იქნა, ანგარიშგასაწევი მეტოქე შეგვხვდა. პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის კარგად წარიმართა. შესაძლოა, მეტოქე რაღაც მომენტებში გვჯობდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა. კამპანიაროს წითელმა ბარათმა თამაშის ხასიათზე გავლენა იქონია. ამ ფაქტმა არც ჩვენ გვარგო, რადგან 10-კაციან მეტოქესთან ძალების მოსინჯვას აზრი ნაკლებად აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკონტროლო თამაშებში გუნდის განვითარების პროცესზე დაკვირვებაა. სასიამოვნო იყო ვან გინკელის ასპარეზობისთვის თვალყურის დევნება. გული დამწყდა, რომ დე ბრუინმა და შიურლემ ვერ ითამაშეს, რადგან სერიოზულ გამოცდილებას მიიღებდნენ. ახლა ინდიანაპოლისიდან ნიუ იორკში მოგვიწევს გადაფრენა, სადაც "მილანთან" გველის თამაში. ამ ქალაქში უზარმაზარი იტალიური დიასპორა ცხოვრობს. ველოდები, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივართა სიმრავლე იქნება"
.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა ჩემმა გუნდმა. კარგად დავიწყეთ, შეგვეძლო ანგარიშიც გაგვეხსნა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ვცდილობ, რომ ფეხბურთელებს კონკრეტული სტილით თამაში ვასწავლო. მეტოქის დონის გათვალისწინებით, დღეს ეს არ გამოგვივიდა".

ჩელსი-ინტერი 0:2
გოლები: 1:0 ოსკარი (13), 2:0 (29-პენ)
ჩელსი: ჩეხი (46. შვარცერი), ივანოვიჩი (67. ასპილიკუეტა), კეჰილი (60. ლუისი), ტერი, კოული (73. ბერტრანი), რამირესი, ვან გინკელი (67. მიკელი), მოზესი (46. მატა), ოსკარი (46. ესიენი), აზარი (73. ტორესი), ლუკაკუ (60. ბა)
ინტერი: ჰანდანოვიჩი (46. კარისო), კამპანიარო, რანოკია, ნაგამოტო, პერეირა (67. ჟონატანი), კამბიასო (67. კუჟმანონიჩი), გუარინი (76. ოლსენი), ალვარესი (68. ბელფოდილი), პალასიო (76. კაპელო), იკარდი (61. კივუ)

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


კმაყოფილი კარლეტო
"რეალმა" ევროპაში ჩატარებული რამდენიმე ამხანაგური მატჩის შემდეგ აშშ-ს მიაშურა, სადაც "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ცალი ფეხით მოიგო და მომდევნო ეტაპზე "იუვენტუსის" მძლეველ "ევერტონს" დაუპირისპირდება. კარლო ანჩელოტიმ "გალაქტიკოსების" წინააღმდეგ ექსპერიმენტებს მიმართა. ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო ეს დაცვის ხაზში. აი, შეტევას კი ნამდვილად არა უშავდა. მასპინძელი გულშემატკივარი განსაკუთრებით აღაფრთოვანა კრიშტიანო რონალდოს მოედანზე ხილვამ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად პორტუგალიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მოედანზე ადგილი ქარიმ ბენზემას დაუთმო. ფრანგს 3 წუთი ეყო ანგარიშის გასაზრდელად, მერე კი ისევ მან აღადგინა ორბურთიანი ფორა.

მატჩის შემდეგ
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიჭების თავდადება. შეტევითი ხაზის ფეხბურთელთა ამ შემადგენლობამ გაამართლა. განსაკუთრებით კაკამ, ვისი პროგრესიც აშკარაა, და რონალდომ. მათმა დუეტმა უამრავი საფიქრალი გაუჩინა მეტოქეს. ვფიქრობ, კრიშტიანომ დაცვას ამიერიდან ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს. ის უბრალოდ მზად უნდა იყოს იმ მომეტისთვის, როცა "რეალი" ბურთს დაეუფლება. მან მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი მოედანზე, ასე რომ, შეუძლია ძველებურად პოზიცია თავად აარჩიოს. ამ მხრივ რამის შეცვლას არ ვგეგმავ. აუცილებლად უნდა შევაქო კიდევ ორი ფეხბურთელი - დი მარია ბენზემაც".

რეალი-გალაქსი 3:1
გოლები: 1:0 დი მარია (15), 2:0 ბენზემა (51), 2:1 ვილიარეალი (63), 3:1 ბენზემა (74)
რეალი: ლოპესი (78. კოლადო), კარვახალი, პეპე (46. ნაჩო), მატეოსი, ჩერიშევი, მოდრიჩი (72. ხედირა), დი მარია, იოზილი, ისკო, კაკა, რონალდო (48. ბენზემა)
გალაქსი: როუ, ფრანკლინი (72. კოხრეინი), დელაგარსა, ლეონარდო (46. როჯერსი), დუნივანტი (72. სორტო), ხიმენესი (46. რ. გარსია), ჟუნინიო (46. ოპარე), სარვასი (46. მასტროენი), ცარდესი (61. სტივენსი), ვილიარეალი (72. რაგი), მაკბინი (61. მეიერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდომ მოედანზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული