ოლივერ კანი: "ბარსელონას" ოქროს ხანა დასრულდა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" დიდი ერა დამთავრებულია და რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად არა კატალონიური კლუბი, არამედ "ბაიერნი" უნდა მივიჩნიოთ.

"ჩემი აზრით, "ბარსელონას" ბრწყინვალე ერა დასრულებულია, - უთხრა ოლიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - ევროპაში აღარ არსებობს ისეთი გუნდი, რომელსაც რომელიმე გერმანული კლუბი უნდა უფრთხოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნში" ბევრი რამ შეიცვალა, მაინც მჯერა, რომ რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მოგება ხოსეპ გვარდიოლას ხელშიც შეუძლია და თანაც, ახლავე.

არა მგონია, რომ ევროპაში რომელიმე
გრანდი "ბაიერნზე" უკეთაა დაკომპლექტებული".


კანის აზრით, მიმდინარე სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაც" კარგად იასპარეზებს:

"ვფიქრობ, "დორტმუნდს" ამ სეზონშიც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. ევროსარბიელის კუთხით, უიმედი სიტუაციაში არც "ლევერკუზენია" - ამ გუნდს ყოველთვის ხელეწიფება ისეთი შედეგის გამეორება, რაც 2002-ში ჰქონდა.

აი, "შალკეს" შემთხვევაში კი სკეპტიკურად ვარ განწყობილი".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლივერ კანი: მიუნხენის "ბაიერნი" უძლეველი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული