[+18] დღის სუპერგოგონა: "პლეიბოის" გარეკანიდან კლუბის პრეზიდენტობამდე [PHOTO]

AutoSharing Option
აგერ, უკვე რამდენიმე წელია, ყოფილი მოდელი იზაბელა ლუკომსკა-პიჟალსკა პოლონეთის მეორე (რანგით მესამე) დივიზიონის კლუბის, პოზნანის "ვარტას" პრეზიდენტია და მის აღორძინებაზე ფიქრში ათენებს და აღამებს.

თავის დროზე კი იზაბელა ეროტიკულ ფოტოსესიებში პოზიორობდა და პოლონეთში პოპულარულ სერიალში "რისი ეშინიათ ყმაწვილებს" თამამ სცენებში მონაწილეობდა. მომხიბვლელი პოლონელი ასული არც "პლეიბოის" დაუტოვებია უყურადღებოდ - იზაბელამ ამ ცნობილი ჟურნალის გარეკანი არაერთხელ დაამშვენა.

მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ იზაბელამ საკუთარი სამოდელო სააგენტო შექმნა და სამშენებლო ბიზნესითაც დაკავდა.

როგორც 33 წლის ბიზნესვუმენი ამბობს, ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, თუმცა "ვარტას"
პრეზიდენტობა მას შემდეგ მოინდომა, რაც კლუბში არსებულ "გულისამაჩუყებელ" ფინანსურ ვითარებაზე შეიტყო.

იზაბელა ირწმუნება, რომ საფეხბურთო კლუბი მისთვის დროებითი გასართობი სულაც არაა და მისი აღორძინებისთვის, კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, თავს არ დაზოგავს.
იხილეთ ფოტოგალერეა [+18]
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული