მიშელ პლატინი: შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატი 40-გუნდიანი გავხადოთ

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აზიისა და აფრიკის გუნდების რაოდენობის გაზრდის მიზნით ევროპის წარმომადგენლების რიცხვის შემცირება სავალდებულო არაა.

ადრე ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ აზიასა და აფრიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე სათანადო წარმომადგენელთა რაოდენობა არ ჰყავთ და ამიტომ ბლატერმა მათი კვოტების გაზრდის შესახებ ისაუბრა.

"ამ საკითხში ბლატერის პოზიციას ვუერთდები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ევროპის კვოტების შემცირებით უნდა მოხდეს. ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა თავისუფლად შეიძლება 32-დან 40-მდე გავზარდოთ.

გამომდინარე აქედან, აფრიკის ორი, აზიის ორი, ამერიკის ორი, ოკეანიის ერთი და
ევროპიდანაც ერთი წარმომადგენლის დამატებას შევძლებთ", -
თქვა ბლატერმა.

ამასთან, ფრანგმა აღნიშნა, რომ ტურნირის ხანგრძლივობა სამი დღით გაიზრდება.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველო , რა შუაშია აქ !? :)))))
Shukovani
02:35 29-10-2013
0
აზრი საქართველო მაინც ვერ მოხვდება ისეთი დებილები ვართ
dato-mogeladze
00:53 29-10-2013
0

სიახლეები პოპულარული