მსოფლიოს ყველაზე დიდი ტალანტი ჰაშიმ მასტურია [VIDEO]

AutoSharing Option
ახლახან დასრულდა მორიგი კვლევა, რომლის მიზანიც მსოფლიოს უნიჭიერესი ფეხბურთელების გამოვლენა გახლდათ. wonderkids-2014-მა ვუნდერკინდების ასკაციანი სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც "მილანის" 15 წლის შემტევი ჰაშიმ მასტურია.

გეტყვით, რომ მასტური "როსონერიმ" 2012 წელს "რეჯანადან" იყიდა 500 ათასი ევროს სანაცვლოდ. მასტური წარმოშობით მაროკოელია, მაგრამ იტალიის მოქალაქეობაც აქვს. იგი 1998 წლის 15 ივნისს რეჯო ემილიაშია დაბადებული. ახალგაზრდა ტალანტს უკვე შეურჩიეს ორი მყვირალა მეტსახელი - "მაროკოელი მესი" და "იტალიელი ნეიმარი".

აღსანიშნავია, რომ ასეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ჩელსის" ჰყავს (7). შემდეგ "ბარსელონა" (6) და პსვ (5) მოდიან.
ქვეყნების მხრივ, ბრაზილია ლიდერობს 13 ფეხბურთელით, ხოლო საფრანგეთსა და ესპანეთს 11-11 წარმომადგენელი ჰყავთ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის კლუბებში თამაშობენ ეს ნიჭიერი ფეხბურთელები, სურათი ასეთია - ასიდან ყველაზე მეტი, კერძოდ კი, 16 მოთამაშე ინგლისურ გუნდებში უნდა მოვიძიოთ, 13 ჰოლანდიაში, 12-12 კი იტალიასა და ესპანეთში, იქვეა საფრანგეთიც (10).

ათეულში ყველაზე მეტი, ანუ 2-2 მოთამაშე "შალკესა" და პსჟ-ს ჰყავთ. გელზენკირხენელთა მხრიდან, ცხადია, მაქს მაიერსა და იულიან დრაქსლერზეა საუბარი, ხოლო პარიზელთა მხრიდან ექსპერტებმა მარკინიოსი და ადრიენ რაბიო გამოარჩიეს. ყველაზე "ასაკოვანი" ფეხბურთელი "რეალის" 20 წლის თავდამსხმელი ხესე როდრიგესია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ტოპ-10

ფეხბურთელი კლუბი პოზიცია ასაკი
1. ჰაშიმ მასტური მილანი შემტევი ნახ./თავდამსხმელი 15
2. იულიან დრაქსლერი შალკე შემტევი ნახევარმცველი 19
3. დენის პრატი ანდერლეხტი შემტევი ნახევარმცველი 19
4. ტონი დე ვილიენა ფეიენოორდი ცენტრალური ნახევარმცველი 18
5. ხესე როდრიგესი რეალი ფორვარდი 20
6. მარკინიოსი პსჟ ცენტრალური მცველი 19
7. ალენ ჰალილოვიჩი ზაგრების დინამო შემტევი ნახევარმცველი 17
8. ლუკას ოკამპოსი მონაკო ვინგერი 19
9. მაქს მაიერი შალკე შემტევი ნახევარმცველი 18
10. ადრიენ რაბიო პსჟ ცენტრალური ნახევარმცველი 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
15 წლის ტალანტი სერია A-ში? "მილანი" ჰაშიმ მასტურისთვის თამაშის უფლებას ითხოვს [VIDEO]