მიშელ პლატინის ყვითელი ბარათის შეცვლა მოედნიდან დროებითი გაძევებით სურს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთში დასჯის სისტემის შეცვლას ეშურება და "საჯარიმო სკამის" დანერგვას ცდილობს.

მისი თქმით, ფეხბურთმა მაგალითი რაგბისგან უნდა აიღოს, სადაც მოთამაშეები წესების დარღვევისთვის მოედანს გარკვეული დროით ტოვებენ.

"მგონი აჯობებს, ფეხბურთელები 10-15 წუთით მოედნიდან გაძევებით დავსაჯოთ ხოლმე, როგორც ეს რაგბიში ხდება. ამ შემთხვევაში უპირატესობას მიიღებს ის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაშობს ფეხბურთელი კონკრეტულ მატჩში.

ამჟამინდელი წესით კი, სადამსჯელო სანქციისგან ხეირს ის გუნდი ნახულობს, რომელთანაც დამნაშავე ფეხბურთელის გუნდს მომდევნო კალენდარული მატჩი აქვს",
- თქვა პლატინიმ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ფეხბურთელი, რომელიც
ერთ მატჩში წითელ ან ორ ყვითელ ბარათს იღებს, მოედანს შეცვლის უფლების გარეშე ტოვებს. ასევე დისკვალიფიკაციით ისჯება ფეხბურთელი, რომელსაც სხვადასხვა მატჩში "ყვითლების" გარკვეული რაოდენობა უგროვდება.

"საჯარიმო სკამის" შემოღების იდეა უნდა განვიხილოთ და საქმეში გამოვცადოთ", - დასძინა ფრანგმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიკარგება ფეხბურთი.საქმე დაგელია მიშა?
vaxvax
22:55 05-12-2013
0
ჯერ ვიდეო გამეორებები დანერგეთ ჯობია ბევრი საკამათო სიტუაცია რომ აირს და ყვითლებზე მერე იფიქრეთ ბატონო მიშელ
0

სიახლეები პოპულარული