მირკო ვუჩინიჩი ჩერნოგორიის საუკეთესო ფეხბურთელად მეშვიდედ დაასახელეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი ჩერნოგორიის საუკეთესო ფეხბურთელად მეშვიდედ აღიარეს.

ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გამოკითხვაში ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე 12 კლუბის მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები მონაწილეობდნენ.

30 წლის ფორვარდი რეგულარულად თამაშობს ტურინელთა რიგებში და გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, სადაც 10 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი სტევენ იოვეტიჩი გახდა, ხოლო მესამეზე "სეულის" ფეხბურთელი დეან დამიანოვიჩი.

საუკეთესო მწვრთნელად კი "სუტესკას" თავკაცი დრაგან რადოიჩიჩი დაასახელეს, რომელიც გასულ სეზონში გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული