მიშელ პლატინი სომხურად ალაპარაკდა [VIDEO]

AutoSharing Option
24 დეკემბერს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სომხეთის 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გამოავლინეს.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ სომხეთის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გახდა.

მეორე ადგილზე მოსკოვის "სპარტაკის" ფორვარდი იურა მოვსისიანი გავიდა.

სომხეთის 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი ვარდან მინასიანი გახდა, რომელმაც ახლახან ეროვნული ნაკრების პოსტი დატოვა.

თუმცა დაჯილდოების მთავარი სიურპრიზი საუკეთესო ფეხბურთელის გამოცხადება გახდა.

ფეხბურთელის ვინაობა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ვიდეომიმართვაში სომხურ ენაზე გააჟღერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა, ცავატანემ, მიშელ-ჯან, ჰაეს ტო? :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული