მიშელ პლატინი: რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც "ოქროს ბურთს" ფიფა გადასცემს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის "ოქროს ბურთი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო.

"ძალიან შევწუხდი, რომ "ოქროს ბურთი" რიბერის არ მისცეს. მომდევნო წელს ისევ რონალდო-მესის დუეტიდან ავირჩევთ და ორი-სამი წლის შემდეგ სიტუაცია არ შეიცვლება.

50 წლის განმავლობაში "ოქროს ბურთი" სეზონის დამსახურების მიხედვით ირჩეოდა. ახლა კი ადამიანები იმას უყურებენ, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთელები ადრე. ეს პრობლემად მიმაჩნია, თუმცა რონალდომ ეს ჯილდო დაიმსახურა.

რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ ჯილდოს ფიფა გადასცემს",
-
თქვა პლატინიმ.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული