ალექს ფერგიუსონი უეფაში იმუშავებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი უეფაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ შოტლანდიელი ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის შემდეგ, რომელიც ნიონში ჩატარდება, უეფაში იმუშავებს.

"სერ ალექსი ელიტური მწვრთნელების ფორუმს უხელმძღვანელებს, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ტექნიკური კვლევითი ჯგუფის წევრი იქნება",
- თქვა პლატინიმ.

მომზადებულია ITV-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული