კორეაში პენალტი გაათამაშეს და გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორეის ჩემპიონატის მატჩში ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელებმა პენალტი საკმაოდ ორიგინალურად შეასრულეს.

11-მეტრიანის ნიშნულთან მდგომმა ფეხბურთელმა, იმის მაგივრად, რომ კარში დაერტყა, პასი დაუგორა თანაგუნდელს, რომელმაც დაბნეულ მეკარეს ადვილად გაუტანა გოლი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამის გაკეთებას ცდილობდნენ თავის დროზე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები - რობერტ პირესი და ტიერი ანრი 2005 წელს "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) შეხვედრაში, თუმცა მაშინ ეს ხრიკი ფეხბურთელებმა გოლით ვერ დაასრულეს.

მსგავსი შემთხვევა ასევე დაფიქსირდა ჰოლანდიაშიც. "მეთოფეებისგან" განსხვავებით, "აიაქსის" ფეხბურთელებმა - იოჰან კრუიფმა და ისპერ ოლსენმა ამ მეთოდის გამოყენება უპრობლემოდ შეძლეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინც თქვენ ფეხბურთის მცოდნეობა დაგაბრალათ რო იძახით არ უნდა ჩათვლილიყოვო
emre
03:14 20-11-2014
0
1984 ცელს ოტარ კორგალიდზემ და კოტე კერესელიდზემ გაიტამასჰეს ომსკის ირტისჰის ცინაგმდეგ რაც გოლიტ დამრტავდა
gia tkebucava
15:56 19-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული