ფიფამ "ოქროს ბურთი 2014"-ის სამი პრეტენდენტი დაასახელა

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს ფიფამ "ოქროს ბურთის" 23 პრეტენდენტს შორის სამი საუკეთესო შეარჩია.

ფინალურ სამეულში მოხვდნენ: მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, მიუნხენის "ბაიერნისა" და მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი და "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რონალდომ "რეალის" მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში 50 გოლი გაიტანა, კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი.

მესიმ წელს "ბარსელონას" 48 მატჩში 44 გოლი გაიტანა, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი მუნდიალის ფინალამდე მიაღწია. მესიმ ბრაზილიაში 4 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო
მოთამაშედაც აღიარეს.

მანუელ ნოიერი "ბაიერნთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა, ეროვნულ გუნდთან ერთად კი პლანეტის უდიდესი საფეხბურთო ჯილდო დაისაკუთრა.

"ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობას 12 იანვარს შევიტყობთ.

გამოკითხვა: ვინ იმსახურებს 2014 წლის ოქროს ბურთს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული