მიშელ პლატინი The Sunday Times-ს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს პოპულარულ ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-ს, რომელმაც ფრანგი ფუნქციონერი ახლახან კორუფციაში დაადანაშაულა.

სტატიის თანახმად, პლატინი მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევნებისას რუსეთსა და ყატარს გარკვეული დაინტერესების გამო დაეხმარა. დაიწერა, რომ პლატინიმ რუსეთისთვის მხარდაჭერის სინაცვლოდ პიკასოს ნახატი მიიღო... (იხილეთ ვრცლად)

"მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ Sunday Times-ის ბრალდება - წმინდა წყლის ჭორია. თავად გაზეთიც აღიარებს, რომ ამ სასაცილო ხმების დასასაბუთებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია", - აქვეყნებს პლატინის ნათქვამს DW.

უეფას ხელმძღვანელის
თქმით, მან უკვე გადასცა ადვოკატებს საქმე, რათა თავისი ღირსება და პატიოსნება სასამართლოს ძალით დაიცვას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული