რონალდინიო: მესი რონალდოს ჯობია, რადგან ის ჯადოქრობას ფლობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა რონალდინიომ 2014 წლის "ოქროს ბურთის" მიღების კანდიდატებზე ისაუბრა.

"თავის დროზე ჩვენ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ფრანკ რაიკარდს ვთხოვეთ, მესი პირველი გუნდის ვარჯიშებზე მოეწვია.

რონალდო? ის სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ მესი უკეთესია, რადგან მესი ჯადოქრობას ფლობს", - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს გახდება ცნობილი. ნომინანტთა შორის არიან კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიმაჩნია,რომ მსოფლიაში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი რონალდინიოა.
sake
11:50 04-12-2014
0
romelic shen gadaabare
cule
23:08 03-12-2014
0

სიახლეები პოპულარული