ფეხბურთის №1 მტერი - ვინ არის სინამდვილეში ფიფას ბოსი ზეპ ბლატერი

AutoSharing Option
ბრიტანულმა პრესამ მას "შვეიცარიული ფულის ტომარა უწოდა, რომელიც კორუფციაზე ბრალდებებს ჩიკაგოელი პოლიტიკოსივით ისრუტავს".

მიუხედავად ამისა, ბლატერი ჯიუტად არ თმობს პლანეტის მთავარი საფეხბურთო ბოსის სავარძელს. იმ მიზეზებს შორის, რაც შვეიცარიელს უბიძგებს ახალ ვადით წავიდეს პრეზიდენტობაზე, ერთ-ერთი მთავარია უნარი - "ამოყვინთოს ყველაზე ძლიერი შტორმის შემდეგაც".

გავიხსენოთ ფიფას პრეზიდენტის ბიოგრაფიის მთავარი სკანდალები.

ხმების მოსყიდვა
ფიფას პრეზიდენტის პოსტზე აქტიური მოღვაწეობა ზეპ ბლატერმა 1998 წელს დაიწყო. მაშინ არჩევნების დროს შვეიცარიელმა გაუსწრო ევროპულ ფეხბურთში მთავარ პიროვნებას - შვედ ლენარტ იუჰანსონს.

მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბლატერმა იყიდა აფრიკის
წარმომადგენლთა 18 ხმა და სწორედ ეს დაეხმარა იუჰანსონის დამარცხებაში.

ბრალდება დაუმტკიცებელი დარჩა.

გააკოტრა კომპანია ISL
ბლატერი წყლიდან მშრალი ამოვიდა 2001 წელსაც, როცა ქრთამებისა და გაუაზრებელი მარკეტინული პოლიტიკის გამო გაკოტრდა ფიფას კომერციული პარტნიორი, კომპანია ISL/ISMM.

ბლატერმა მიჩქმალა ის სკანდალი და სწრაფად გამოასწორა საკუთარი ორგანიზაციის ფინანსური საქმეები 300 მილიონი დოლარის დაკარგვის მიუხედავად.

ნათესავისთვის "პატიოსანი" ტენდერი მოაწყო
2009 წელს ბლატერი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ბილეთების რეალიზაციის ტენდერი მოაგებინა კომპანია MATCH Hospitality-ს, რომლის მფლობელი ყოფილა მისი ნათესავი - ფილიპ ბლატერი.

კორუპცია სახეზე იყო, მაგრამ ფიფაში განაცხადეს, რომ საქმე ჰქონდათ ღია და პატიოსან ტენდერთან. ექსპერტების აზრით, ამ გარიგებით ბლატერის კორპორაციამ 600 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამის შემდეგ გაზეთმა The Times-მა ბლატერს "ფეხბურთის ნომერ პირველი მტერი" უწოდა.

მფარველობდა კორუფციას ფიფაში
2011 წელს, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ხმაურიანი კორუფციული სკანდალით დასრულდა, რამაც კინაღამ ფიფას დაშლა გამოიწვია.

ბლატერის ოპონენტებმა - აღმასკომის წევრებმა ჯეკ უორნერმა და მოჰამედ ბინ ჰამამმა აღიარეს, რომ ქრთამს იძლეოდნენ და ფიფას პრეზიდენტმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა.

საბოლოოდ, უორნერი და ბინ ჰამამი გადადგნენ, ბლატერმა კი მხოლოდ პრესის კრიტიკა მიიღო და თითქოს არაფერი, მეოთხე საპრეზიდენტო ვადაზე წავიდა.

დასცინა რონალდოს
2013 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ბლატერმა ერთმანეთს შეადარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ამასთან, შვეიცარიელმა განაცხადა, რომ მას უფრო მოსწონს "შესანიშნავი ბიჭი მესი", ვიდრე რონალდო, რომელსაც მინდორზე ბრძანებების გაცემა უყვარს და დიდ ფულს ხარჯავს პარიკმახერებზე.

აგორდა სერიოზული სკანდალი და ბლატერს ბოდიშის მოხდა მოუწია. ამბობენ, რომ რონალდოს დღემდე აქვს დარჩენილი წყენა ფიფას ბოსზე.

დაეხმარა რუსეთსა და ყატარს
ინგლისელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბლატერია გარეული 2010 წლის დეკემბრის სკანდალურ არჩევნებში, როცა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთს მისცეს, 2022 წლის ჩემპიონატი - ყატარს.

იმისთვის, რომ ყატარი აერჩიათ, ბლატერის ხელქვეითებს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი დაურიგეს, პრეზიდენტი კი თურმე საქმის კურსში არ ყოფილა.

ყველა "დარწმუნებულია", რომ ბლატერი აქაც არაფერ შუაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
.... მექრთამეა! როდის მოუსვავს, ერთი სული მაქვს.
gela
14:12 06-12-2014
0
დროა უკვე ეს ბებერი მოშორდეს კარგს არაფერს აკეტებს ქრთამისტი.
jeko
15:54 06-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული