რუსეთის ჩემპიონატში ფეხბურთელმა პირდაპირ თამაშის დროს მოშარდა

AutoSharing Option
"როსტოვის" ნახევარმცველმა რეჟინალ გორომ ტულის "არსენალთან" რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში უჩვეულო დარღვევისთვის მიიღო გაფრთხილება.

30-ე წუთზე გორომ პირდაპირ მინდორზე მოშარდა და ამის გამო შეხვედრის არბიტრმა ალეკსეი მატუნინმა ყვითელი ბარათი მისცა. ამის შესახებ ტელეარხ НТВ-Плюс-ის კომენტატორმა პაველ ზანოზინმა თქვა, ხოლო თავად ეპიზოდი ტრანსლირებისას არ აჩვენეს.

ამასთან ერთად, მატჩის დელეგატმა ალექსანდ საფონოვმა განაცხადა, რომ გორომ გაფრთხილება არბიტრის ნებართვის გარეშე მოედნის საზღვრების დატოვების გამო მიიღო.

შეხვედრა "არსენალის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ჩერნოგორიელმა ნახევარმცველმა მლადენ კაშჩელანმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მა რა ექნა კაცო, ხო არ გასკდებოდა, ჰა?! (მხ. ფილმი "ქვევრი")
levani kaxeti
23:50 09-12-2014
0
ბაბუინი, სხვა რას უნდა ელოდო ამათგან
gggd
18:59 09-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული