მიშელ პლატინი: მე არც პიკასოს ნახატი მაქვს, არც გაზი და ნავთი...

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უარყო ბრალდება, რომლის თანახმად, მან რუსეთისა და ყატარისათვის, შესაბამისად, 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის უფლების მიკუთვნებისთვის ქრთამი აიღო.

შეგახსენებთ, ბრიტანულმა გამოცემებმა ფრანგი ფუნქციონერი მოსყიდვაში დაადანაშაულეს და ისიც დაწერეს, რომ პლატინიმ რუსეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე მხარდაჭერისთვის საჩუქრად პაბლო პიკასოს ძვირფასი ტილო მიიღო.

"აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. მე არც პიკასოს ნახატი მაქვს, არც ოქროს ზოდები და არც გაზი და ნავთობი.

უამრავი განცხადება კეთდება, რომელთა უკან, უბრალოდ, ჭორებია. ეს ყველაფერი კი ნეგატივს ქმნის.

მე ხმა ყატარსა და რუსეთს იმიტომ
მივეცი, რომ მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე ახალი რეგიონებია", - აქვეყნებს პლატინის ნათქვამს Europe1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული