ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ანრის "მონაკოში", ტურინის "იუვენტუსში", ლონდონის "არსენალსა" და "ბარსელონაში" უთამაშია.

2014 წლის დეკემბერში ანრის ამერიკულ კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულზთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და 16 დეკემბერს მან ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

გარდა ამისა, ფრანგმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ შემდეგი წლიდან ტელეარხ Sky Sports-ის ექსპერტთა გუნდს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ Sky Sports-ში მუშაობენ გარი ნევილი, ჯეიმი კარაგერი, ჯეიმი რედნაპი და გრემ სუნესი.

არაოფიციალური ინფორმაციით, სპორტული ტელეინდუსტრიის გიგანტთან კონტრაქტი ტიერი ანრის
25 მილიონ ფუნტს მოუტანს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
უმაგრესიიი
dimitri
09:57 17-12-2014
0
magari fexburtelia )))))))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული