მიშელ პლატინი ფეხბურთში თეთრი ბარათის დამკვიდრების იდეით გამოდის

AutoSharing Option
უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გამოდის ფეხბურთში თეთრი ბარათის დანერგვის იდეით და საფეხბურთო სამყაროს, თამაშის გასაუმჯობესებლად, სპორტის სხვა სახეობებისგან მაგალითის აღებას ურჩევს.

თეთრი ბარათის იდეა, რომლითაც არბიტრი მოთამაშეს მოედნიდან მხოლოდ გარკვეული დროით გააძევებს, პლატინიმ ოქტომბერში გამოცემულ თავის წიგნში "მოდით, ვისაუბროთ ფეხბურთზე" წამოაყენა.

"თეთრი ბარათი ახალი ინიციატივაა, რომლითაც ფეხბურთელის მოედანზე უწესოდ ქცევისთვის დასჯიან. ვთქვათ, სიმულაციის, მსაჯთან გაუთავებელი კამათისას - ეს ყველაფერი ხომ არ მოსწონს იმ ხალხს, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ასეთ დროს მოთამაშე 5 ან 10 წუთით სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.

ვფიქრობ,
უნდა სპორტის სხვა სახაებობების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. მაგალითად, რაგბის, სადაც მსგავსი სისტემა წარმატებით გამოიყენება.

კვლავაც უნდა იარსებოს ყვითელმა ბარათმა, თუმცა საინტერესო იქნებოდა კიდევ ერთი ახალი ბარათის შემოღება", - თქვა პლატინიმ დუბაიში გამართულ საერთაშორისო სპორტულ კონფერენციაზე.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სისულელეა...
kaxa
22:54 28-12-2014
0

სიახლეები პოპულარული