ჯერდან შაჩირი თითქმის მილანის "ინტერშია"

AutoSharing Option
"ბაიერნი" და "ინტერი" სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლოს არიან მიუნხენელთა ნახევარმცველის, ჯერდან შაჩირის ტრანსფერზე შეთანხმებასთან. კლუბები აქამდე ფეხბურთელის შესაძენ ფასზე ვერ თანხმდებოდნენ.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" შვეიცარიელში 16-17 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს, იმ დროს, როცა "ინტერმა" შაჩირის შესაძენად 13 მილიონი ევრო გამოჰყო. უფრო ადრე ნახევარმცველმა თანხმობა მისცა მილანურ კლუბში გადასვლაზე.

იტყობინებიან, რომ გარიგება უახლოეს ორ დღეში დასრულდება.

* * *
ამასობაში, "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ დავიდ ალაბამ პირველი ვარჯიში ჩაატარა ტრავმის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "რომასთან" მატჩში მიიღო.
22 წლის ავსტრიელს მენისკის დაზიანება დაუდგინეს და მკურნალობისთვის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში ალაბამ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

* * *
არ წყდება ჭორები "ბაიერნის" დანიელი ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის შესაძლო იჯარასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას ორი კლუბი - "აუგსბურგი" და "ჰანოვერი" გამოთქვამს. და არც მიუნხენური გრანდია ჰოიბერგის დროებით გაშვების წინააღმდეგი.

"ჩვენ უკვე ვაცნობეთ მიუნხენელებს ჩვენი დაინტერესების შესახებ და ისინიც, სავარაუდოდ, უარს არ იტყვიან ჰოიბერგის იჯარით გაშვებაზე", - განაცხადა "ჰანოვერის" გენერალურმა მენეჯერმა დირკ დუფნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული