ფიფას საწყობში განძი იპოვეს - ეს მოვლენა უთანაბრდება ეგვიპტური მუმიის აღმოჩენას

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჟიულ რიმეს თასის ნაწილი იპოვა. ეს პრიზი 1970 წლამდე გადაეცემოდა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონს, მაგრამ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოიპარეს და სავარაუდოდ, მძარცველებმა ის გადაადნეს.

ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინის საწყობში აღმოაჩინეს თასის სადგამი.

"ეს მოვლენა უთანაბრდება ეგვიპტური მუმიის აღმოჩენას", - განაცხადა ფედერაციის მუზეუმის კრეატიულმა დირექტორმა დავიდ ოსეიმ. მისი სიტყვებით, ეს სადგამი ციურიხში ფიფას მუზეუმის ექსპონატი გახდება. მუზეუმის გახსნა 2016 წლის მარტში იგეგმება.

10-სანტიმეტრიან სადგამზე ამოტვიფრულია იმ ქვეყნების სახელები, რომლებმაც მოიგეს მსოფლიოს პირველი ოთხი ჩემპიონატი - ურუგვაი (1930, 1950) და
იტალია (1934 და 1938). მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის წინ ჟიულ რიმეს თასმა ახალი სადგამი მიიღო.

ჟიულ რიმეს თასის ორიგინალური ვერსია 1970 წელს სამუდამოდ გადაეცა ბრაზილიის ნაკრებს, როგორც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს. 1983 წელს თასი რიო-დე-ჟანეიროში გამოფენისას მოიპარეს. დღემდე ამ პრიზის ბედის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეგენეტატი!!!!
shoda
14:41 14-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული