იურგენ კლოპს "ბილბაოში" დაპატიჟებენ

AutoSharing Option
არ არის გამორიცხული, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ესპანეთში გააგრძელოს კარიერა. როგორც გამოცემა A bola წერს, 47 წლის სპეციალისტით დაინტერესებას გამოთქვამს "ბილბაოს" ყოფილი პრეზიდენტი ფერნანდო გარსია მაკუა.

წყაროს ცნობით, ის აპირებს, ბასკური კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. არჩევნები 27 მარტს გაიმართება. მაკუას პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი "ბილბაოს" მთავარ მწვრთნელად კლოპის მიწვევაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული