"ყატარში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება მიღებული არაა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში გარკვეულ ადგილებში ის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ინფორმაცია ტურნირის მოახლოებისას გამოქვეყნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ისლამური კანონებით, ყატარში ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვა და მოხმარება აკრძალულია ყველგან, გარდა რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო სასტუმროში სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. ქვეყანაში ასევე იკრძალება ალკოჰოლიანი სასმლის შეტანა.