"ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტმა ფეხბურთელები ცუდი თამაშის გამო დააჯარიმა

AutoSharing Option
"ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა ფეხბურთელები ცუდი თამაშის გამო 500 ათასი ევროთი დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/16-ფინალის ორმატჩიან რაუნდში "ოლიმპიაკოსმა" ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ბარიერი ვერ გადალახა და საბერძნეთის თასზე მეორე დივიზიონის წარმომადგენელ აეკ-ს ფრედ, ანგარიშით 1:1 ეთამაშა.

"ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის უდიდესი კლუბია. თითოეული თქვენგანისთვის აქ თამაში პატივია. ვისაც რამე პრობლემა აქვს და რამე არ მოსწონს, უნდა ეყოს მამაცობა, რომ ადგეს და წავიდეს. თქვენ უნდა მოიგოთ ჩემპიონატი და ქვეყნის თასი. თქვენ მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, როცა ამ კლუბის მაისურით თამაშობთ", - წერია
მარინაკისის მიმართვაში ფეხბურთელებისადმი.

ამ დროისთვის "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატში 25 ტურის შემდეგ ლიდერობს და უახლოეს მდევარ "პანათინაიკოსს" 6 ქულით უსწრებს.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული