მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს

AutoSharing Option
24 მარტს, ვენაში გამართულ უეფას კონგრესზე ორგანიზაციის პრეზიდენტად მიშელ პლატინი ოთხწლიანი ვადით მესამედ აირჩიეს. პლატინი ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

პლატინიმ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნულ ასოციაციებს: "დიდი მადლობა, რომ კვლავაც მიცხადებთ ნდობას. ეს ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ", - აღნიშნა მან.

ფრანგი ფუნქციონერი ევროპული ფეხბურთის კავშირის პრეზედენტად პირველად 2007 წლის იანვარში აირჩიეს. მაშინ პლატინიმ უეფას წინა პრეზიდენტ ლენარტ იოჰანსონს აჯობა. ოთხი წლის შემდეგ გამართულ არჩევნებზე კი პლატინი უკონკურენტო იყო და მეორე ვადით აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რა დამსახურებისათვის?
ანტიპლატინი
03:19 26-03-2015
0

სიახლეები პოპულარული