მიშელ პლატინი: ვთხოვე იოზეფ ბლატერს, დატოვოს თანამდებობა და წავიდეს ფიფადან

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერს თანამდებობის დატოვება ურჩია.

"გაიმართა შეხვედრა, სადაც კონფედერაციათა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. ბლატერმა, რომელმაც ჭორის დონეზე შეიტყო, რომ რამდენიმე კონფედერაცია ფიფას კონგრესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ყველას მოგვიწოდა, ასეთ განზრახვაზე უარი ვთქვათ.

ბლატერმა სიტყვით გამოსვლის ნება დამრთო. ვუთხარი იოზეფს, რომ მსურდა მასთან პირისპირ, ერთი-ერთზე საუბარი. მან კი თქვა, რომ სათქმელი ყველას თანდასწრებით უნდა მეთქვა. ამის შემდეგ მას ვთხოვე, დატოვოს თანამდებობა და წავიდეს ფიფადან, რადგან ორგანიზაციის იმიჯი წამხდარია, როგორც არასდროს", -
თქვა პლატინიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორი რჩევაა,აქამდეც უნდა წასულიყო
პაატა
18:03 28-05-2015
0

სიახლეები პოპულარული