ინგლისი რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირებით იმუქრება

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ თუ იოზეფ ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ უეფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირების საკითხი უნდა დააყენოს, რომელიც რუსეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო რამდენიმე დღით ადრე ფიფას მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

"არანაირი აზრი არ ექნება ინგლისის წასვლას, თუ სხვები დარჩნენ. ეს არაფერზე იმოქმედებს. ამის შესახებ, უბრალოდ, დაივიწყებენ. მაგრამ თუ წავლენ ის ქვეყნები, რომლებიც უეფაში არიან წარმოდგენილნი, ამას ეფექტი ექნება.

თუ ბლატერი ხელახლა აირჩიეს, მაშინ ბოიკოტირების საკითხი უნდა
განვიხილოთ.

მტკიცებულებები, რომლებიც ამერიკელებმა მოიყვანეს, შოკში გვაგდებს და არ მგონია, რომ ბლატერი ამის მერე სუფთა გამოვიდეს. მისი მმართველობის დროს კორუფციამ უმაღლეს დონეს მიაღწია", - თქვა დაიკმა Sky Sports-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ფიფა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, 29 მაისის ნაცვლად, 30 მაისს გაახმოვანებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ აქ ერთი ამბავი იმაზეა რომ რუსეთში ჩემპიონატი არ ჩატარდეს თორე ბლატერის კორუმპირებულობა მეათე პლანზეა!
ბოლოსდაბოლოს გლობალური პოლიტიკის მამებს სპორტის გაკონტროლებაც სურთ რათა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ!
brola
22:22 30-05-2015
0
თავს იზღვევენ, იქ შეიძლება ისედაც ვერ მოხვდნენ :)
ემიგრანტი
00:27 30-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული