"ბიბისის" ცნობით, ფიფამ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ანრის გამო მოქრთამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიფამ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის გამო ასოციაციისთვის სასამართლოში არ ეჩივლა. ამის შესახებ "ბიბისი" ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, საფრანგეთი-ირლანდიის შეხვედრისას გადამწყვეტი გოლი ფრანგი ფეხბურთელის, ტიერი ანრიმ ხელით თამაშის შემდეგ გავიდა. შედეგად, ირლანდია ჩემპიონატს გამოეთიშა.

დუბლინი ამის გამო ჩივილს აპირებდა, თუმცა ფიფა-მ საქმის აღძვრის თავიდან აცილების მიზნით, ქრთამი გადაიხადა. ეს კიდევ ერთი საქმეა ფიფას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში.

კერძოდ, აშშ-ის საგამოძიებო ორგანოები ფიფას ხელმძღვანელ პირებს ქრთამის
სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში ადანაშაულებს.

პარალელურად, ფიფას ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ.

აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, შვიდი მათგანი გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააკავეს. თუმცა საქმეში არ ფიგურირებს თავად ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც აგორებული სკანდალის გამო რამდენიმე დღის წინ გადადგა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ ჩვენი გვიკვირდა. რა გოიმები ვართ.
sastauli
14:51 05-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული