ირლანდია-ინგლისი 0:0 - შეხლა-შემოხლის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1995 წლის მერე პირველად, ინგლისის ნაკრები დუბლინში ესტუმრა ირლანდიას. ამ ნაკრებების 20 წლის წინანდელი ამხანაგური მატჩი არეულობებით გამოირჩა და შეწყდა კიდეც.

ვნებები ამჯერადაც არანაკლები იყო, მაგრამ ყველაფერმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა. სხვათა შორის, მინდორზეც. "ავივაზე" გუნდები ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ, ინგლისს ირლანდია 1985 წლის მერე არ დაუმარცხებია.

უეინ რუნის, რომელსაც სანაკრებო გოლების რეკორდამდე ცოტა აკლია და სერ ბობი ჩარლტონს 2 ბურთით ჩამორჩება, რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

შედგა ჯეიმი ვარდის დებიუტი, "ლესტერის" თავდამსხმელი მინდორზე სწორედ რუნის ნაცვლად გამოვიდა. შეუცვლელად ითამაშა რაიან
ბერტრანმა, რომელსაც "საუთჰემპტონში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ვთქვათ, რომ რაჰიმ სტერლინგს, რომელსაც "ლივერპულიდან" წასვლა უნდა, ირლანდიელი ფანები ბურთის მიღებისთანავე უსტვენდნენ. ისინი უმალვე სტვენით ახშობდნენ ინგლისელი ქომაგების ხმასაც, როდესაც "ავივას" სტუმრები god save the queen-ის სიმღერას იწყებდნენ.

ამხანაგური მატჩები
ჩილე-სალვადორი 1:0
ბერმუდა-პუერტო რიკო 1:1
სინგაპური-ბრუნეი 5:1
კენია-რუანდა 0:0
მალაიზია-ჰონგ კონგი 0:0
ანდორა-ეკ. გვინეა 0:1
ბურკინა ფასო-კამერუნი 2:3
მალი-ლიბია 2:2
ნიგერია-გაბონი 2:1
ეკვადორი-პანამა 4:0
კოლუმბია-კოსტა რიკა 1:0
ურუგვაი-გვატემალა 5:1
არგენტინა-ბოლივია 5:0
პარაგვაი-ჰონდურასი 2:2
რუსეთი-ბელორუსი 4:2
სერბეთი-აზერბაიჯანი 4:1
მავრიტანია-სენეგალი 1:0
ხორვატია-გიბრალტარი 4:0
საფრანგეთი-ბელგია 3:4
ბრაზილია-მექსიკა 2:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთი-ბელარუსი 4:1 როგორ მორჩა, როცა 2:1-ს იგებდა ბელარუსი და მერე აღარ ვიცი
შაკო
11:27 08-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული