მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გაშუქება პირველი 15 წუთის განმავლობაში შეეძლოთ.
გუნდთან ერთად ივარჯიშა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა და ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ.
თბილისში იმყოფებიან პორტუგალიის ეროვნული გუნდის სხვა ლიდერებიც.
პორტუგალიის ნაკრები თბილისში სომხეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. სომხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 13 ივნისს გაიმართება.