კრიშტიანო რონალდომ და ნაკრებმა "მესხზე" ივარჯიშეს [PHOTO]

AutoSharing Option
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა.

მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გაშუქება პირველი 15 წუთის განმავლობაში შეეძლოთ.

გუნდთან ერთად ივარჯიშა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა და ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ.

თბილისში იმყოფებიან პორტუგალიის ეროვნული გუნდის სხვა ლიდერებიც.

პორტუგალიის ნაკრები თბილისში სომხეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. სომხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 13 ივნისს გაიმართება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
Echalicha mere federacias da amxanaguri daegegma....
shako
18:32 08-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული