ფიფას მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, რომელიც ახლახან აირჩიეს, კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ამჟამად ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.
შეგახსენებთ, რომ ციურიხში დაწყებული გამოძიების შედეგად, ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. ამავდროულად, შვეიცარიის პოლიციამ საქმე აღძრა გარკვეულ პირთა ჯგუფზე, რომლებიც მსოფლიოს 2010, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნებზე ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი.