ვინ იყო გამოძიების ბიუროს ინფორმატორი ფიფაში ბლატერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ გამოაქვეყნა ფიფას აღმასკომის ყოფილი წევრის ჩაკ ბლეიზერის მიერ ბრალის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტები, - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

კონკაკაფის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბლეიზერმა 2013 წელს აღიარა, რომ მონაწილეობდა თაღლითურ ოპერაციებში, თავს არიდებდა გადასახადებს, რის გამოც მოუწია 1,9 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა.

მანვე განაცხადა, რომ ფიფას აღმასკომის წევრები ქრთამს იღებდნენ მსოფლიოს 1998 და 2010 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევისას.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ბლეიზერი გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი იყო და გასცემდა ცნობებს ფიფას მაღალჩინოსნების
უკანონო საქმიანობის შესახებ.

* * *
ამასობაში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იოზეფ ბლატერი, შესაძლოა, დარჩეს ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ფედერაციიდან შეგვახსენეს, რომ კლაუს შტოლკერი, რომელიც ორი დღის წინ საუბრობდა ბლატერის შანსებზე, 2015 წლის მაისიდან აღარ არის შვეიცარიელის მრჩეველი. ამასთან, ფიფაში ხაზი გაუსვეს, რომ ბლატერის განცხადება გადადგომის შესახებ ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს SkyNews-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ბლატერი შეიძლება დარჩეს ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ შემთხვევაში, თუ ღირსეულ მემკვიდრეს ვერ იპოვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული