ფიფას ყოფილი ჩინოვნიკი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს

AutoSharing Option
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი ჩაკ ბლეიზერი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

ბლეიზერი კონკაკაფის გენერალური მდივანი იყო. მან აღიარა თავი დამნაშავედ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვაში.

"მე და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები დავთანხმდით, აგვეღო ქრთამი იმისთვის, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სამხრეთი აფრიკა აგვერჩია", - აღიარა ბლეიზერმა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მისი კოლეგები ქრთამს 2004-დან 2011 წლამდე იღებდნენ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული