პირველ შემთხვევაში ''ოქროს ბურთი'' საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორვარდს, იგორ ბელანოვს გადაეცა; აი, 1978 წელს კი მართლა ''უნიკალური'' ფაქტი დაფიქსირდა: ''ოქროს ბურთი'' კევინ კიგანმა მოიპოვა, არადა, არც მას და არც ინგლისის ნაკრებს იმ წლის მუნდიალზე არ უასპარეზიათ.
ლეო მესი მართლაც მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში და 2010 წლის მუნდიალის დაწყების წინ სწორედ იგი მიიჩნეოდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის უპირველეს კანდიდატად. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, არგენტინელმა ვირტუოზმა მუნდიალი ნაადრევად დაასრულა (ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა) და ამიტომაც ეგონა ბევრს, რომ ''წლის საუკეთესო ფეხბურთელის'' პრიზს ''ბარსელონაში'' მისი ორი ჯადო-პარტნიორიდან ერთ-ერთი დაისაკუთრებდა - ინიესტა ან ჩავი; თუმცა, როგორც უკვე ყველამ იცის, 2010 წლის ორივე ტრიუმფატორს, ისე როგორც ესპანელთა ნაკრების გამარჯვების კიდევ ერთ შემოქმედს, ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს, სხვები ამჯობინეს.
წლეულს პირველად მოხდა, ფიფამ და ''ფრანს ფუტბოლმა'' ერთიანი გამოკითხვა რომ ჩაატარეს; წინა წლებში (ერთი-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით), შედეგები იდენტური იყო: ''ფრანს ფუტბოლი'' გამოკითხვას ჟურნალისტებში აწარმოებდა, ხოლო ფიფას გამოკითხვაში ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები იღებდნენ მონაწილეობას. არადა, 2010 წელს ეს ''ნოვაცია'' რომ არ ყოფილიყო, განსხვავებულ სურათს მივიღებდით; ანუ, ფიფას რჩეული (ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვით) ლეო მესი იქნებოდა, აი, ''ფრანს ფუტბოლის'' ვერსიით კი ''ოქროს ბურთს'' არც - ჩავი, არც - ინიესტა, არამედ ვესლი სნეიდერი მოიპოვებდა! თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
მწვრთნელები
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 136 ნაკრების მწვრთნელმა; ოღონდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, გამოკითხულთა შორის არ არიან რამდენიმე ნაკრების (მათ შორის, არგენტინის, დანიის) მწვრთნელები. თუმცა, საერთო სურათი მაინც არ შეიცვლებოდა: ლეო მესიმ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და მწვრთნელების უმრავლესობის აზრით, სწორედ არგენტინელი გახლავთ 2010 წლის მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი. 51-მა მწვრთნელმა მესის I ადგილი მიაკუთვნა, 30-მა - II, 12-მა - III, ეს კი 417 ხმას უდრის. მწვრთნელთა გამოკითხვისას მეორე ადგილზე ინიესტა (198 ხმა) გავიდა, მესამეზე - ჩავი (196), მეოთხეზე - სნეიდერი (132). მწვრთნელები სამ რჩეულთა შორის, მესის, ინიესტას, ჩავისა და სნეიდერის გარდა, კრიშტიანო რონალდოსა და დიეგო ფორლანსაც ასახელებდნენ; ამას გარდა, იყვნენ ისეთებიც, რომელთა აზრითაც 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას იკერ კასილიასი, კარლეს პუიოლი, დიდიე დროგბა, სამუელ ეტო, ჩაბი ალონსო, მესუტ იოზილი თუ დავიდ ვილია იმსახურებდნენ. ქვემოთ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებთა მწვრთნელთა არჩევანი გვინდა შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, ''განსხვავებული'' და ''ორიგინალური'' გემოვნების მქონე მწვრთნელების რჩეულებსაც უნდა გავეცნოთ; მაგრამ, მოდი შევთანხმდეთ: გემოვნებაზე ხომ მუდამ დავობენ!
თემურ ქეცბაია (საქართველო): ჩავი, რობენი, ფორლანი
ლუის მენეზესი (ბრაზილია): მესი, ჩავი, რობენი
სლავენ ბილიჩი (ხორვატი): მესი, ჩავი, სნეიდერი
ფაბიო კაპელო (ინგლისი): ინიესტა, ჩავი, მაიკონი
ლორან ბლანი (საფრანგეთი): ჩავი, სნეიდერი, ინიესტა
იოახიმ ლიოვი (გერმანია): ჩავი, მესი, ფორლანი
ჩეზარე პრანდელი (იტალია): სნეიდერი, ინიესტა, მესი
ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდია): ?, მესი, ჩავი
პაულუ ბენტუ (პორტუგალია): ჩავი, მესი, ინიესტა
დიკ ადვოკაატი (რუსეთი): მესი, სნეიდერი, შვაინშტაიგერი
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): მესი, რონალდო, შვაინშტაიგერი
ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარია): მესი, სნეიდერი, ფორლანი
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): მესი, ჩავი, მიულერი
გუუს ჰიდინკი (თურქეთი): ჩავი, სნეიდერი, მესი
რაზვან ლუჩესკუ (რუმინეთი): სნეიდერი, პუიოლი, ეტო
ლუის ფერნანდესი (ისრაელი): ინიესტა, ჩავი, ეტო
ლოთარ მათეუსი (ბულგარეთი): მესი, ინიესტა, მიულერი
ნოპო კასტო (ეკვატორული გვინეა): კასილიასი, რონალდო, დროგბა
ლი ტაე ჰუნი (კამბოჯა): იოზილი, მესი, ჩავი
ბერტი ფოგთსი (აზერბაიჯანი): ფორლანი, მიულერი, კასილიასი
ჰოლგერ ოსიეკი (ავსტრალია): სნეიდერი, ვილია, იოზილი
აკბარ პატელი (მავრიტანია): ვილია, მიულერი, იოზილი
სანდაგბორი ერდენებათი (მონღოლეთი): ვილია, ინიესტა, ფორლანი
სიმონ მაკმანამი (ფილიპინები): ვილია, მიულერი, ფორლანი
დ. ჩანდრასირი (შრი ლანკა): ჩაბი ალონსო, ჟულიო სეზარი, მესი
ბრაიან რობსონი (ტაილანდი): ვილია, ფორლანი, კლოზე
სესარ ფარიასი (ვენესუელა): ფორლანი, მაიკონი, მესი
ენდრიუ მორისონი (სეიშელი): დროგბა, ინიესტა, ჩავი
ჯონ ბუტიგეგი (მალტა): პუიოლი, ინიესტა, ?
სამმა მწვრთნელმა ზუსტად გამოიცნო პირველი სამეული (მესი, ინიესტა, ჩავი): ავონდეილ ვილიამსმა (ვინჯინიის კუნძულები), ვლადიმირ პეტროვიჩმა (სერბეთი) და ვადიმ აბრამოვმა (უზბეკეთი). თუმცა ამჟამად უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მირჯალოლ კასიმოვი გახლავთ...
კაპიტნები
ისე როგორც მწვრთნელების შემთხვევაში, აქაც მსოფლიოს 136 ქვეყნის ნაკრების კაპიტნებმა მიიღეს გამოკითხვაში მონაწილეობა (კვლავაც არასრული სიაა - არგენტინისა და დანიის ნაკრებების კაპიტნები არ ფიგურირებენ); კაპიტანთა უმრავლესობამაც ლეო მესი მიიჩნია საუკეთესოდ, ვინც 312 ხმა მოაგროვა (45-მა I ადგილი მიაკუთვნა, 26-მა - II, 9-მ - III); მეორე ადგილზე ჩავი გავიდა 190 ხმით (26, 16, 12), მესამეზე - ინიესტა 163 ხმით (17, 20, 18). სნეიდერი აქაც მეოთხე იყო 139 ხმით (15, 18, 10).
მწვრთნელებისგან განსხვავებით, ვერც ერთმა კაპიტანმა ზუსტად ვერ გამოიცნო პირველი სამეული (მესი, ინიესტა, ჩავი); თუმცა, ''ორიგინალურობის'' თვალსაზრისით, ზოგიერთი ნაკრების კაპიტანმა მართლაც რომ გაგვაოცა.
კახა კალაძე (საქართველო): მესი, ინიესტა, ჟულიო სეზარი
რობინიო (ბრაზილია): მესი, ჩავი, ფორლანი
რიო ფერდინანდი (ინგლისი): სნეიდერი, ინიესტა, ჩავი
ალუ დიარა (საფრანგეთი): ინიესტა, ჩავი, სნეიდერი
ფილიპ ლამი (გერმანია): ინიესტა, სნეიდერი, მესი
ჯან-ლუიჯი ბუფონი (იტალია): ინიესტა, სნეიდერი, კასილიასი
მარკ ვან ბომელი (ჰოლანდია): ?, ?, შვაინშტაიგერი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი): ინიესტა, სნეიდერი, ჩავი
დიეგო ლუგანო (ურუგვაი): სნეიდერი, ჩავი, მესი
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა): ინიესტა, მესი, ეტო
ანდრეი არშავინი (რუსეთი): მესი, რონალდო, ჩავი
კრისტიან კივუ (რუმინეთი): სნეიდერი, ჩავი, რობენი
ალექსანდერ ფრაი (შვეიცარია): ჩავი, შვაინშტაიგერი, კასილიასი
გეორგიოს კარაგუნისი (საბერძნეთი): ინიესტა, ფორლანი, ჟულიო სეზარი
ტომაშ როსიცკი (ჩეხეთი): მესი, ჩავი, სნეიდერი
დარიო სრნა (ხორვატია): მესი, დროგბა, იოზილი
ახლა კი მართლაც ''განსხვავებული'' გემოვნების მქონე კაპიტნების რჩეულებიც გვინდა წარმოგიდგინოთ; თანაც, ბანგლადეშის, ბურუნდისა და ანტიგუას ნაკრებთა კაპიტნების ''ორიგინალობა'' თუ არავის უნდა გაკვირვებოდა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ემრე ბელოზოღლუზე, დეიან სტანკოვიჩზე, იოსი ბენაიუნსა და სემი ჰიიპიაზე. აღარაფერს ვამბობთ ესპანეთის ნაკრების კაპიტანზე იკერ კასილიასზე - ''რეალის'' მეკარემ ყოფილი და ახლანდელი თანაკლუბელები გამოარჩია; ანალოგიური სიტუაციაა სტანკოვიჩისა და პანდევის რჩეულთა შორისაც - სერბეთისა და მაკედონიის ნაკრებების კაპიტნებმა მხოლოდ თანაკლუბელები გამოარჩიეს.
იკერ კასილიასი (ესპანეთი): რობენი, სნეიდერი, რონალდო
ემრე ბელოზოღლუ (თურქეთი): კასილიასი, იოზილი, პუიოლი
დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი): სნეიდერი, ეტო, მაიკონი
იოსი ბენაიუნი (ისრაელი): დროგბა, ჩაბი ალონსო, მესი
სემი ჰიიპია (ფინეთი): პუიოლი, შვაინშტაიგერი, ფორლანი
ჯორჯ დაბლინი (ანტიგუა და ბარბუდა): მაიკონი, სნეიდერი, რობენი
ამინულ ჰოკე (ბანგლადეში): კასილიასი, იოზილი, მესი
ტომას ვერმაელენი (ბელგია): ფაბრეგასი, მესი, დროგბა
ვლადიმირ ნიონკურუ (ბურუნდი): ეტო, მესი, დანი ალვეში
მიკ ოუკი (კამბოჯა): კასილიასი, იოზილი, ვილია
მარიო იეპესი (კოლუმბია): ჩაბი ალონსო, მესი, ფორლანი
პრინს გლენსონი (დომინიკა): შვაინშტაიგერი, კასილიასი, ?
ვალტერ აიოვი (ეკვადორი): ეტო, მესი, იოზილი
გორან პანდევი (მაკედონია): სნეიდერი, მაიკონი, ჟულიო სეზარი
გუსტავო კაბრერა (გვატემალა): ფორლანი, კასილიასი, ჩაბი ალონსო
პაულინიო და კოშტა (სან ტომე): ეტო, დროგბა, ასამოა გიანი
იშაკ შაპრილი (სინგაპური): ფორლანი, პუიოლი, მიულერი
ფანრიტ ნატაპორნი (ტაილანდი): ვილია, ფორლანი, კლოზე
ჟურნალისტები
''ნოვაციამ'', მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ''ფრანს ფუტბოლსა'' და ფიფას ერთიანი გამოკითხვა ჩაეტარებინა, ყველაზე ძალიან ვესლი სნეიდერი დააზარალა. ნაკრების მწვრთნელებისა და კაპიტნების უმრავლესობამ 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად თუ მესი აირჩია, აი, ჟურნალისტებს ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული აზრი ჰქონდათ.
თანაც, იმავე მწვრთნელებისა თუ კაპიტნების გამოკითხვისაგან განსხვავებით, გამოკითხულ ჟურნალისტთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, მაგრამ მედიის რჩეულთა შორის მესიმ მეოთხე ადგილი დაიკავა. ''ბარსელონას'' არგენტინელმა ვარსკვლავმა 182 ხმა მოაგროვა (18-I, 22-II, 26-III) და არცთუ დიდი სხვაობით აჯობა VFადგილზე გასულ დიეგო ფორლანს. მესამე ადგილზე 248 ხმით ჩავი გავიდა (36-I, 20-II, 8-III), აი, პირველ და მეორე ადგილზე გასულ სნეიდერსა და ინიესტას შორის სერიოზული კონკურენცია მიდიოდა და საბოლოოდ, მცირე უპირატესობით ''ინტერის'' ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გაიმარჯვა. სნეიდერმა 320 ხმა მოაგროვა (35-I, 40-II, 25-III), ხოლო ინიესტამ - 313 (40-I, 33-II, 14X1). მოკლედ, იმის მაგივრად, რომ სნეიდერს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ''ოქროს ბურთი'' მიეღო, საბოლოო ჯამში მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელობას დასჯერდა. ისე კი, არ გამოვრიცხოთ, რომ ფიფასა და ''ფრანს ფუტბოლის'' ერთობლივი გამოკითხვა მომავალში ისევ ''განცალკევდეს''; ყოველ შემთხვევაში ამ ''ექსპერიმენტს'' უკვე არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათ შორის, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც გახლავთ.
აი, მედიის რჩეულნიც (მწვრთნელებისა და კაპიტნების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც არასრული ჩამონათვალია):
საქართველო: ვილია, ფორლანი, კლოზე
არგენტინა: მესი, ინიესტა, ფორლანი
ბრაზილია: ჩავი, ინიესტა, სნეიდერი
დანია: ჩავი, სნეიდერი, მესი
ინგლისი: სნეიდერი, ინიესტა, შვაინშტაიგერი
საფრანგეთი: მესი, ინიესტა, ეტო
გერმანია: სნეიდერი, მესი, რობენი
საბერძნეთი: სნეიდერი, ჩავი, ინიესტა
იტალია: სნეიდერი, ინიესტა, მიულერი
ჰოლანდია: ინიესტა, ჩავი, სნეიდერი
პორტუგალია: ჩავი, მესი, სნეიდერი
რუსეთი: სნეიდერი, ჩავი, ფორლანი
ესპანეთი: ჩავი, მესი, სნეიდერი
შვედეთი: სნეიდერი, ჩავი, ფორლანი
აშშ: ჩავი, მესი, სნეიდერი
ურუგვაი: მესი, ფორლანი, ინიესტა
თურქეთი: ჩავი, ინიესტა, იოზილი
შვეიცარია: ინისტა, სნეიდერი, ფორლანი
ჩეხეთი: ფორლანი, კასილიასი, მესი
ახლა კი, ''განსხვავებული'' გემოვნების ჟურნალისტების რჩეულებსაც წარმოგიდგენთ
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: ეტო, ინიესტა, ფორლანი
ჩადი: ასამოა გიანი, მესი, ეტო
დემოკრატიული კონგო: ჩაბი ალონსო, კასილიასი, მესი
ფინეთი: პუიოლი, მესი, სნეიდერი
კენია: ვილია, ინიესტა, ეტო
ჩრდილოეთ კორეა: კასილიასი, ინიესტა, მიულერი
მავრიტანია: იოზილი, ვილია, ფორლანი
სან-მარინო: რობენი, იოზილი, ინიესტა
ტანზანია: ვილია, სნეიდერი, ასამოა გიანი
გამბია: რონალდო, მესი, ეტო
პირველი სამეული (მესი, ინიესტა, ჩავი) ზუსტად მხოლოდ ალჟირელმა ჟურნალისტმა გამოიცნო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.