საით მიდის ფეხბურთი? - მსოფლიოს უძვირესი კლუბების ოცეული

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მესამეა ევროპაში შემადგენლობის სიძვირის მიხედვით. ინგლისურ გრანდს უსწრებენ თანაქალაქელი დაუძინებელი მტერი "სიტი" და მადრიდული გოლიათი, "რეალი".

სანამ ჩვენს წერილს განვავრცობდეთ, მოვიხმოთ სამი საინტერესო ფაქტი:
* "რეალის" შემადგენლობა ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში.

* "სიტიმ ყველაზე დიდი ფული დახარჯა ამ ზაფხულს კევინ დე ბრიუნსა და რაჰიმ სტერლინგში.

* მანუელ პელეგრინის უძვირესი შემადგენლობა ჰყავს ინგლისის მასშტაბით.

ამ სატრანსფერო ზაფხულმა პრემიერლიგური კლუბების დომინაციის ფონზე ჩაიარა. ყველაზე ძვირადღირებული გუნდები ევროპის წამყვან დივიზიონებში სწორედ ინგლისელებს ჰყავთ საზაფხულო
ტრანსფერების მიხედვით.

"მანჩესტერ სიტი" ყველაზე მეტად დაიხარჯა. გუნდმა ტრანსფერების განხორციელებას საერთო 408 მილიონი გირვანქა შესწირა. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანუელ პელეგრინის ტოპ-შემადგენლობა ჰყავს. გუნდმა 54,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა კევინ დე ბრუინში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 389 მილიონი გირვანქა დახარჯა. "ჩელსიმ" - 297. ამ ტრიოსთან ერთად ევროპულ ხუთეულში არიან "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი". ეს შემადგენლობის საერთო ღირებულების მიხედვით.

"ლივერრპული (251 მილიონი) და "არსენალი" (222 მილიონი) ასევე შედიან ინგლისურ ხუთეულში. შესაძლოა, ამ ორი გუნდის ქომაგები გაოცებულნი არიან. ისინი უსათუოდ ფიქრობენ, რომ შემადგენლობის გაძლიერების მიზნით ორივე კლუბს მეტი თანხა უნდა დაეხარჯა. ან ამ ფულით უკეთესი მოთამაშეები უნდა ეყიდა.

მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, პრემიერლიგაში მოასპარეზე კლუბებმა ამ ზაფხულს სატრანსფერო კომპანიას 900 მილიონ გირვანქაზე მეტი მოახმარეს, რაც მართლაც ძალიან დიდი თანხაა.

როგორც უკვე ვთქვით, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობა ამ დროისათვის პრემიერლიგაში ყველაზე ძვირია. მთელს ევროპაში "სიტის" ამ მხრივ მხოლოდ "რეალი" ასწრებს.

ალბათ, საინტერესოა, როგორია ევროპის 20 ყველაზე "ძვირადღირებული" კლუბის ჩამონათვალი.

კლუბი შემადგ. ფასი უძვირესი მოთამაშე ფასი
რეალი 428,5 მლნ. გირვ. გარეთ ბეილი 85,3 მლნ.
სიტი 408,8 კევინ დე ბრუინი 54
მანჩესტერი 389,1 ხუან მატა 37,1
პსჟ 383,3 ედინსონ კავანი 55
ჩელსი 297,1 დიეგო კოშტა 32,1
ბარსელონა 287,6 ლუის სუარესი 75
ლივერპული 251,1 კრისტიან ბენტეკე 32,5
ბაიერნი 246 არტურო ვიდალი 34
არსენალი 220,7 მესუთ იოზილი 42,4
იუვენტუსი 219,7 ჯანლუიჯი ბუფონი 32,6
ტოტენჰემი 168,6 ერიკ ლამელა 30
ვალენსია 165 როდრიგო მორენო 22
ინტერი 154,8 ჟოფრეი კონდოგბია 34,8
ნაპოლი 135,1 გონსალო იგუაინი 34,5
საუთჰემპტონი 132,9 ვიქტორ ვანიამა 12,5
ატლეტიკო 131,4 ჯექსონ მარტინესი 25,6
ვოლფსბურგი 119 იულიან დრაქსლერი 25,5
რომა 116,8 ჯუან იტურბე 16
ნიუკასლი 114,6 ჟორჟინიო ვეინალდუმი 14,5
მონაკო 110 რადამელ ფალკაო 51

ამ ჩამონათვალში, რომელიც შვეიცარიულმა საფეხბურთო საიტმა შეადგინა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ 98 სხვადასხვა კლუბი ევროპული კლუბი. თვალსაჩინოა პრემიერლიგური გუნდების დომინაცია. 20 საუკეთესოს შორის რვა ინგლისური გუნდია.

პრემიერლიგური კლუბების ნახევარი 100 მილონ გირვანქაზე მეტი ღირს. "ბორნმუთმაც" კი დახარჯა სატრანსფერო კამპანიაში 25 მილიონ გირვანქაზე მეტი.
პრემიერლიგელებმა შემადგენლობის გაძლიერების მიზნით ორჯერ მეტი მაინც დახარჯეს, ვიდრე სხვა ლიგების წარმომადგენლებმა.

როგორც ცნობილია, დღევანდელ ფეხბურთში მეტწილად იგებს ის, ვინც დიდ თაანხას ხარჯავს. თუმცა ეს პროცესი შეშფოთებისათვისაც მსუყე მასალას იძლევა - ფეხბურთი მხოლოდ მდიდართა და მონოპოლისტთა თამაშად არ უნდა იქცეს.
ისიც ფაქტია, რომ იმ შემოსავლებში, რომლებითაც დიდი კლუბები ტრანსფერებს ახორციელებენ, ყველაფერი გამჭირვალე არ არის და ამაზეც ბევრი იწერება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული