დევნილების დახმარების ინიციატივით მანამდე "პორტო" გამოვიდა. პორტუგალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე კლუბებს შესთავაზა, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი და მეორე ტურის საშინაო მატჩებზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან 1 ევრო დევნილების დახმარებისთვის გაიღონ.
"უეფა ცდილობს, დევნილებს დაეხმაროს. ჩვენ 2013 წლიდან ვეხმარებით იორდანიაში სირიელთა ბანაკს. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იქ მყოფი ბავშვების საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის.
რაც შეეხება "პორტოს" ინიციატივას, მას უეფა ერთმნიშვნელოვნად მიესალმება