ბუნდესლიგა. VI ტური: სუპერ ლევანგოლსკი! - 5 გოლი 9 წუთში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგაში VI ტურის მატჩები გაიმართა.

უდიდეს ინტერესს იწვევდა ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება. "ვოლფსბურგი" სტუმრად უგებდა "ბაიერნს", შესვენების შემდეგ პეპ გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარას ნაცვლად რობერტ ლევანდოვსკი შეიყვანა და დაიწყო... 51-ე წუთიდან მე-60-მდე პოლონელმა ფორვარდმა მეტოქეს ხუთი (!) გოლი გაუტანა - 5:1.

ამით ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის, პოკერისა და პენტა-თრიქის ავტორი გახდა.

სხვათა შორის, ლევანდოვსკის ბოლო გოლი ისეთი ეფექტური იყო, რომ გვარდიოლამ გაოცებისგან ხელები თავში წაიშინა.

"ბაიერნი" კვლავ უდანაკარგოა ბუნდესლიგაში.

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
22 სექტემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 5:1
გოლები: 0:1 კალიჯური (26), 1:1 ლევანდოვსკი (51), 2:1 ლევანდოვსკი (52), 3:1 ლევანდოვსკი (55), 4:1 ლევანდოვსკი (57), 5:1 ლევანდოვსკი (60)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი (46. ხავი მარტინესი), ჩაბი ალონსო (78. კიმიხი), ვიდალი, ტიაგო ალკანტარა (46. ლევანდოვსკი), დუგლას კოშტა, მიულერი, გიოტცე.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, კალიჯური, ლუიშ გუსტავო (59. არნოლდი), გილავოგი, დრაქსლერი, კრუზე (78. შიურლე), დოსტი (78. ბენდტნერი).
გაფრთხილება: ვიდალი - კალიჯური, როდრიგესი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 17(12)-7(2) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 75 000

ჰერტა-კიოლნი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (43), 2:0 იბიშევიჩი (90+4)
ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, შტარკი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, ჰარაგუჩი (90. ჩიგერჩი), შტოკერი (67. ვან დენ ბერგი), კალუ (71. ბაუმიოჰანი), იბიშევიჩი.
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (61. ცოლერი), სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ფოგტი (64. გერჰარდტი), ლემანი, რისე, ბიტენკურტი (68. ჰოსინერი), ოსაკო, მოდესტე.
გაფრთხილება: სკიელბრედი - ჰოსინერი
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 17(8)-13(7) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 38 000

ინგოლშტადტი-ჰამბურგი 0:1
გოლი: 0:1 გრეგორშიტცი (87)
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი (89. ბრეჟერი), როჟერი, გროსი, მორალესი, ლექსი (81. რო. ბაუერი), ჰინტერსეერი (71. კაჩუნგა), ლეკი.
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, კაჩარი, ჰოლტბი (89. კლებერი), ნ. მიულერი (65. გრეგორიტში), ჰანტი, ილიჩევიჩი (65. დიასი), ლასოგა.
გაფრთხილება: ჰინტერსეერი, როჟერი - ლასოგა
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 12(1)-8(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 15 000

დარმშტადტი-ვერდერი 2:1
გოლები: 0:1 იოჰანსონი (19), 1:1 ვაგნერი (31-პენ), 2:1 ვაგნერი (81)
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი (36. ხუნიორ დიასი), გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი, რაუში (64. კემპე), როზენტალი (90+3. შტორ-ენგელი), ვაგნერი.
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ს. გარსია, ფრიტცი, გალვესი (72. იუნუზოვიჩი), ბარტელსი, შტერნბერგი (89. ფრიოდე), უჯა, იოჰანსონი (82. პისარო).
გაძევება: ბარტელსი (88. ვერდერი)
გაფრთხილება: ნიმაიერი, ჰოლანდი, დიასი - ვიდვალდი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 9(3)-12(4) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 17 000

ოთხშაბათი. 23 სექტემბერი
შალკე-აინტრახტი 22:00
ლევერკუზენი-მაინცი 22:00
გლადბახი-აუგსბურგი 22:00
ჰანოვერი-შტუტგარტი 22:00
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 22:00

ბომბარდირები: 8 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 6 - თომას მიულერი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხშირად წერთ თავისი შეხვედრა მოიგო, თავისი გოლი მაინც გაიტანა... აბა სხვის შეხვედრას როგორ მოიგებდა ან სხვის გოლს როგორ გაიტანდა?! პსჟმ მოიგო, ტორესმა გოლი გაიტანა, "თავისი" ეს რუსულიდან არასწორად ნათარგმნი სიტყვაა და შეცდომააა
levan
09:38 23-09-2015
0

სიახლეები პოპულარული