კონფედერაციათა თასის საგზურისთვის მატჩში მექსიკამ აშშ დაამარცხა

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრებმა აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხა და კონფედერაციათა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც რუსეთში 2017 წელს გაიმართება.

კონკაკაფის ოქროს თასის 2015 და 2013 წლების გამარჯვებულების შეხვედრა პასადენეში (ლოს ანჯელესის შტატი) გაიმართა და დამატებით დროში, მექსიკელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თამაშს 92 723 მაყურებელი დაესწრო.

კონფედერაციათა თასი 2017 წლის 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ყაზანსა და სოჭში გაიმართება და მასში მონაწილეობას რვა ნაკრები მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული