რა უნდოდა ჟოზე მოურინიოს კიევში - ახალი ვერსია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო კიევში უკრაინა-ესპანეთის ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს დაესწრო, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - რა უნდოდა "განსაკუთრებულს" ცხრა მთას იქით, როცა ლონდონში პრობლემები დაუხვავდა...

ბოლო ვერსია, რომელსაც ამჯერად ესპანური მედია ავრცელებს, ისაა, რომ ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბის" ნახევარმცველ ისკო ალარკონით არის დაინტერესებული და მალე "ჩელსი" არაოფიციალური წინადადებით მიმართავს კიდეც მადრიდის "რეალს", რომ გაარკვიოს, რამდენად რეალურია ისკოს შეძენა და რამდენი დაჯდება ეს სიამოვნება.

ამბობენ, რომ "სამეფო გუნდი", შესაბამისი კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში, მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

უფრო
ადრინდელი ვერსიით, მოუ კიევში ანდრიი იარმოლენკოს აკვირდებოდა. ვინ იცის, იქნებ ორივესაც... ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე უკრაინელ ფეხბურთელსაც გაესაუბრნენ, რომელმაც აღნიშნა, მნიშვნელოვანი თამაში მქონდა და მინდორზე ბოლომდე ვცდილობდი დახაჯვას, ხოლო ვის აკვირდებოდა მოურინიო, ეს უკვე თავად მას უნდა ჰკითხოთო.

იარმოლენკოს უკრაინამ ბოლომდე იბრძოლა, ცუდად არ უთამაშია და მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ დავიდ დე ხეას ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ, მაინც წააგო. ახლა უკრაინელებს პლეი ოფში მოუწევთ ევრო 2016-ზე მოსახვედრად ბრძოლა. თავად იარმოლენკომ კი, წესით, კიევის "დინამო" უკვე იანვარში უნდა დატოვოს, მისი ტრანსფერი ისედაც ძალიან გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული