გერმანიის პროკურატურა 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიღების საკითხს შეისწავლის

AutoSharing Option
გერმანიის პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, გამოიკვლიოს მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ფიფას ჩინოვნიკების მოსყიდვით მოიპოვა.

გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ცნობა, რომ მუნდიალი 2006-ის მასპინძლის არჩევნების დროს საკონკურსო კომისიამ საიდუმლო ფონდი შექმნა, 10,3 მლნ შვეიცარიული ფრანკით (დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი). გამოცემის თანახმად, ეს თანხა არჩევნებზე ოთხი ხმის მოპოვებას მოხმარდა.

"აქ შესაძლოა საქმე კორუფციასთან, თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან გვქონდეს. ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა დოკუმენტს გავეცნობით, თუმცა ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ და გამოძიება არ დაგვიწყია.

გამოძიებას მაშინ დავიწყებთ, როდესაც დამტკიცდება, რომ რეალურად არსებობს ეჭვის საფუძველი", - თქვა ფრანკფურტის გენერალურმა პროკურორმა ნადია ნისენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული