აღსანიშნავია, რომ ამ სიაში "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი მოხვდა, 5-5 მადრიდის "რეალიდან" და მიუნხენის "ბაიერნიდან" და 3 "მანჩესტერ სიტიდან".
სერხიო აგუერო (არგენტინა/მანჩესტერ სიტი), გარეთ ბეილი (უელსი/რეალი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი/რეალი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/რეალი), კევინ დე ბრუინი (ბელგია/ვოლფსბურგი/მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/პსჟ), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა), ტონი კროოსი (გერმანია/რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ ბაიერნი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა), თომას მიულერი (გერმანია/ბაიერნი), მანუელ ნოიერი (გერმანია/ბაიერნი), ნეიმარი (ბრაზილია/ბარსელონა), პოლ პოგბა (საფრანგეთი/იუვენტუსი),
აღნიშნული სიიდან 3 ფეხბურთელი უკვე 30 ნოემბერს შეირჩევა. "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა კი 2016 წლის 11 იანვარს გაირკვევა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები დაასახელებენ.
მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით