"ოქროს ბურთის" მოპოვების 23 კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი გახდა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც "ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატია.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი მოხვდა, 5-5 მადრიდის "რეალიდან" და მიუნხენის "ბაიერნიდან" და 3 "მანჩესტერ სიტიდან".

სერხიო აგუერო (არგენტინა/მანჩესტერ სიტი), გარეთ ბეილი (უელსი/რეალი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი/რეალი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/რეალი), კევინ დე ბრუინი (ბელგია/ვოლფსბურგი/მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/პსჟ), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა), ტონი კროოსი (გერმანია/რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ ბაიერნი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა), თომას მიულერი (გერმანია/ბაიერნი), მანუელ ნოიერი (გერმანია/ბაიერნი), ნეიმარი (ბრაზილია/ბარსელონა), პოლ პოგბა (საფრანგეთი/იუვენტუსი),
ივან რაკიტიჩი (ხორვატია/ბარსელონა), არიენ რობენი (ჰოლანდია/ბაიერნი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია/რეალი), ალექსის სანჩესი (ჩილე/არსენალი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ბარსელონა), იაია ტურე (კოტ დ'ივუარი/მანჩესტერ სიტი), არტურო ვიდალი (ჩილე/ იუვენტუსი/ბაიერნი).

აღნიშნული სიიდან 3 ფეხბურთელი უკვე 30 ნოემბერს შეირჩევა. "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა კი 2016 წლის 11 იანვარს გაირკვევა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები დაასახელებენ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
იბრაჰიმოვიჩი საუკეთესოა.
2015
15:42 20-10-2015
0
ოქროს ბურთზე როდესაც ბრძოლობენ დაბალი ჩემპიონატის გუნდებს კოეფიციენტი თითო გოლზე 1 აქვთ, საშუალოებს 1,5 ხოლო წამყვანებს 2... არ შეიძლება იგივე გააკეთონ ოქროს ბურთისთვის? რობენმა მთელი სეზონი გამაზა, იაიას ძალიან სუსტი წელი ქონდა...
leqso
18:53 20-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული