შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მომავალ გამარჯვებულს, 2014 წლის 22 ნოემბრიდან მოყოლებული, წლევანდელი 20 ნოემბრის ჩათვლით, საუკეთესო თამაშისთვის გადაეცემა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.
23-დან საუკეთესოს ფიფას წევრი ქვეყნების ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები შეარჩევენ, რომელთა ხმებს საერთაშორისო მედიის ის ხმები დაემატება, რომელთა წარმომადგენელიც ტრადიციულად, ფრანგული "ფრანს ფუტბოლია". გამარჯვებულის დაჯილდოება 2016 წლის 11
23 ნომინანტი ერთობლივად შეარჩიეს ფიფას ექსპერტებმა, ფიფას საფეხბურთო კომიტეტმა და "ფრანს ფუტბოლის" წარმომადგენლებმა. ხმების მიცემა 26 ოქტომბრიდან დაიწყება და 20-ში დასრულდება. 30 ნოემბერს ფიფა გაასაჯაროებს სამი ფინალისტის ვინაობას, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ცნობილ გამარჯვებულს არ დაასახელებს.
მაშ ასე, ნომინანტები არიან: სერხიო აგუერო (სიტი, არგენტინა), გარეთ ბეილი (რეალი, უელსი), ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია), კევინ დე ბრუინი (ვოლფსბურგი/სიტი, ბელგია), ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, არგენტინა), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია), პოლ პოგბა (იუვენტუსი, საფრანგეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, ხორვატია), არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია), ხამეს როდრიგესი (რეალი, კოლუმბია), ალექსის სანჩესი (არსენალი, ჩილე), ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი), იაია ტურე (სიტი, კოტ დ'ივუარი), არტურო ვიდალი (იუვენტუსი/ბაიერნი, ჩილე).
* * *
დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელობის 10 ნომინანტიც: მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი, იტალია), კარლო ანჩელოტი (რეალი, იტალია), ლორან ბლანი (პსჟ, საფრანგეთი), უნაი ამერი (სევილია, ესპანეთი), ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი, ესპანეთი), ლუის ენრიკე (ბარსელონა, ესპანეთი), ჟოზე მოურინიო (ჩელსი, პორტუგალია), ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები, არგენტინა), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო, არგენტინა), არსენ ვენგერი (არსენალი, საფრანგეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"