იოჰან კრუიფს სიმსივნე აქვს

AutoSharing Option
"რადიო კატალუნიას" ინფორმაციით, "აიაქსის", "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდა იოჰან კრუიფი ფილტვის კიბოს ებრძვის.

68 წლის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს დიაგნოზი სამშაბათს დაუსვეს. ახლა მას კიდევ ერთ ტესტირებას ჩაუტარებენ, რომ გაიგონ, რომელ სტადიაზეა დაავადება.

შეგახსენებთ, რომ 1991 წელს კრუიფს ორმაგი გულის მანკის ოპერაცია გაუკეთეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული